ოქროყანაში დაჭრილი მამაკაცი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაა

ოქროყანაში დაჭრილი მამაკაცი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაა

არსებული ინფორმაციით, ოქროყანაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაა. ის თავის არეშია დაჭრილი და ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ლევან გვაზავა ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგის" წევრია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა შსს-ში გარდაცვლილისა და დაჭრილის ვინაობას არ აკონკრეტებენ. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ