ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება

"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოქროყანაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან გვაზავა, დაჭრეს. მისი ახლო ნათესავი, რეზო კალომლეწავი, კი გარდაცვლილია.

ასევე "კურიერის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს.

ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თავის მოკვლა სცადა.

მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კურიერს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. თუმცა, ოფიციალურად ამ ეტაპზე დაჭრილის და გარდაცვლილის ვინაობა არ სახელდება.

თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თავდასხმის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. იქ იმყოფება შს მინისტრი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ