ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და უკავშირდება თუ არა ოქროყანის შემთხვევა ერთი კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას

 ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და უკავშირდება თუ არა ოქროყანის შემთხვევა ერთი კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას

ოქროყანაში მომხდარი ინციდენტის დროს მძიმედ არის დაჭრილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი ცეცხლსასროლი იარაღით არის გარდაცვლილი.

გარდაცვლილს და დაჭრილს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ლევან გვაზავას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. "კურიერის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს.

ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თავის მოკვლა სცადა. მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოციალურ ქსელში აიტაცეს ლევან გვაზავას ფეისბუქის პირად გვერდზე, ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც მისი კოლეგა მუქარის შემცველ შეტყობინებაზე საუბრობს.

გვაზავამ 21 აგვისტოს გაიზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელსა და კორტების სპეცოპერაციის ერთერთ მოწმეს ირაკლი ქადაგიძეს ემუქრებიან.

ლევან გვაზავას არ აკონკრეტებს, რომ მასაც ემუქრებოდნენ, თუმცა, გაზიარებული მასალის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ამ მუქარების ავტორთა ვინაობის გარკვევას სულ ორი საათი სჭირდება.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

ამბები.გე - თემის ირგვლივ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ