შსს-მ მუხიანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ მუხიანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუხიანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

აღნიშნული მუხლი პასუხისმგებლობას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მუხიანის დასახლებაში, მე-4 ბ მ/რ-ის 35-ე ა კორპუსის ეზოში მანქანა შევარდა და იქ მყოფ პირებს დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ბავშვი, რომელიც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში კი განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.

მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა, ასევე დაეჯახა ხეს და გაზის მილს. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხე მოგლიჯა, გაზის მილი კი დააზიანა. ამჟამად მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს გაზი არ მიეწოდებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ