"ნარუშილოვკის" სკანდალში პროკურატურა ეხვევა?- რას ამტკიცებს ბაბუნაშვილი

"ნარუშილოვკის" სკანდალში პროკურატურა ეხვევა?- რას ამტკიცებს ბაბუნაშვილი

"რუსთავი2"-ის გავრცელებულ კარდებში, რომელიც ტელეკომპანიას პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა ბაბუნაშვილმა გადასცა, ჩანს, რომ კანონდამრღვევებად მთავარი პროკურატურის თანამშრომლებიც ფიგურირებენ.

ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც თეთრი ფერის მაზდას მარკის ავტომობილის გაჩერებაა ასახული, საჭესთან მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამზედველობის უფროსი ნათია მეზვრიშვილია.

ბაბუნაშვილის მტკიცებით, დაბურული მინების გამო გაჩერებული პროკურორი ე.წ. "ნარუშილოვკის" ჩვენების გამო გაუშვა.

მთავარ პროკურატურაში კი ამტკიცებენ, რომ მეზვრიშვილს მსგავსი საბუთით არასდროს უსარგებლია.

"არჩევანთან" საუბარში ბაბუნაშვილი ამტკიცებს, რომ  სპეციალურ საშვებს, ანუ ე.წ. "ნარუშილოვკას" ისეთი პირები ფლობდნენ, რომლებმაც მისი მნიშვნელობაც კი არ იციან.

ბაბუნაშვილმა ერთი შემთხვევა გაიხსენა.

"ეს უფრო კურიოზია. პეკინის მეორე ხაზში გოგონებს ეყენათ მანქანა. მოვითხოვე საშვი. კითხვა დამისვეს, უნდა დამაჯარიმოთო და მე ვუთხარი, რომ კანონის ფარგლებში-მეთქი. ამის მერე მითხრეს, რომ ეს საბუთი რომ გაჩვენოთო და იმდენად არაკომპეტენტურად მითხრეს და არამცოდნედ, რომ ეტყობოდათ, არ იცოდნენ ამ საბუთის მნიშვნელობა. ვინაიდან მე ვიცოდი, რაც იყო, ვთხოვე, მალე გაეთავისუფლებინათ გზა და უკან წამოვედი," - განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ