გიორგი ბაბუნაშვილი - ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლს 4 თვეში ლეიტენანტიდან მაიორის წოდება მიანიჭეს

გიორგი ბაბუნაშვილი - ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლს 4 თვეში ლეიტენანტიდან მაიორის წოდება მიანიჭეს

ყოფილი პატრულ-ინსპექტორის გიორგი ბაბუნაშვილის განცხადებით, ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლს 4 თვეში ლეიტენანტიდან მაიორის წოდება მიანიჭეს, - ამის შესახებ ბაბუნაშვილმა გადაცემა "არჩევანში" საზღვარგარეთიდან ჩართვისას განაცხადა.

"სისტემაში თანამდებობაზე ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთა კომპეტენტურობაც ძალიან საეჭვოა. სისტემა, სადაც 4 თვეში ადამიანს ლეიტენანტიდან მაიორის წოდებას აძლევენ, კომპეტენტურმა ხალხმა შეაფასოს, რამდენად მოშლილია. რა დამსახურებისთვის შეიძლება მისცე, რახან ბატონი ბიძინა ივანიშვილის შვილის ტრაილერის მძღოლი იყო?! აქედან გამომდინარე, მას 4 თვეში ლეიტენანტობიდან მაიორობამდე აწინაურებენ. მე მგონი, სრულიად ნათელია, თუ რა ხდება", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ადამიანი ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლი იყო და ბერას აპარატურა დაჰქონდა. "ის ოცმეთაური იყო ჩვენი, დღემდე მუშაობს. მოსვლის დღიდან იყო უმცროსი ლეიტენანტი, მერე - უფროსი ლეიტენანტი და შემდეგ მაიორის წოდება მისცეს. ჩემი ცოდნიდან გამომდინარე ვიცი, რომ ამ ყველაფერს 15 წლის სტაჟი მაინც სჭირდება", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ