"იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს" - რას ყვება რესპუბლიკურთან დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე

"იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს" - რას ყვება რესპუბლიკურთან დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე

თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წუხელ ერთი პირი დააკავეს. როგორც ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმი.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება გიორგი ფეიქრიშვილია. ambebi.ge-ს დაკავებულის მეუღლე თათა ჩინჩალაძე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლე უკანონოდ დააკავეს და მას იარაღი ჩაუდეს (იხილეთ დაკავების ვიდეო).

"ვაჟა-ფშაველაზე, სახლთან გადაკეტეს ტეროტორია... ჩემს მეუღლეს იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს. ჩემი მეუღლე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ დააკავა, დაკავებაში უშუალოდ მონაწილობდა ივანე პაპიაშვილი, რომელიც მანამდე გიორგის დაკავებით ემუქრებოდა და აიძულებდა საქართველო დაეტოვებინა. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ჩემთანაც თქვეს, როცა სახლის გაჩხრეკაზე მოვიდნენ, რომ უბრალოდ გავაჩერეთო და იარაღი აღმოაჩნდაო, რაც სიცრუეა. დაკავებიდან 5 წუთში უკვე ორდერი ჰქონდათ, ანუ დაგეგმილი იყო და გაჩერება პატრულის მიერ არ ყოფილა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ჩვენს ოჯახში. ერთი წლის წინ ზუსტად იგივენაირად დააკავეს გიორგის ძმაც, რომელიც ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ მისი სარჩელი გავასაჩივრეთ, ერთ კვირაში უნდა გაიმართოს სასამართლო. სავარაუდოდ, სწორედ იმის გამო, რომ ვასაჩივრებთ, გვაშინებენ და ზეწოლას ახორციელებენ. პოლიცია ახლა მათი მეგობრების სახლებთან დგას და ხორციელდება მათზეც ზეწოლა.

დღემდე ხმამაღლა იმიტომ არ ვსაუბრობდით, რომ გიორგის დაკავებით გვემუქრებოდნენ. დაგიკავშირდით, რადგან გვინდა, ამის შესახებ ყველამ გაიგოს, ხვალ ვის დაიჭერენ ასე უბრალოდ, არავინ იცის", - აცხადებს გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე.

ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა.

"ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდება ცოტა ხანში, რაც შეეხება დაკავებულის მეუღლის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციას, თუ მას აქვს პრეტენზიები შეუძლია მიმართოს გენერალურ ინსპექციას", განაცხადეს შსს-ში.

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა