ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცერი, შოთა ყულჯანიშვილი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცერმა, შოთა ყულჯანიშვილმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადმოტანაში დახმარებისა და სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ