შს მინისტრის კომენტარი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების შესახებ

შს მინისტრის კომენტარი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების შესახებ

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი და პოლიტიკურ დაკავებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკვების ფაქტის კომენტირებისას, კახეთში განუცხადა.

"მე მგონი, ძალიან ადვილია იმის შეფასება, პოლიტიკურია თუ არა ეს დაკავება, გამომდინარე იქიდან, თუ რა ვითარებასაც ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ იქ არანაირ პოლიტიკურზე არ შეიძლება საუბარი, აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე პირადად ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოთხმა წევრმა წუხელ, ქუთაისის მერიის შენობასთან უვადო შიმშილობა დაიწყო. ამ ფორმით ისინი მხარდაჭერას უცხადებენ იმ სამ ადამიანს, რომლებიც 2 ოქტომბერს, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს.

2 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები არიან ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ