"გამომძიებელი მაგინებდა, "ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც და ივანიშვილიცო" - რას ჰყვება პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის დედა

"გამომძიებელი მაგინებდა, "ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც და ივანიშვილიცო" - რას ჰყვება პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის დედა

22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, დისკო-კლუბ "ლეგ­ასში" ნასვამი დევაძე და ბათუმის საქალაქო­ სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი მუკბანიანი წაკამათდნენ. ჩხუბის დროს დევაძემ მუკბანიანს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში დაჭრა. მუკბანიანი იქვე გარდაიცვალა.

თავის დროზე, ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ დევ­აძე ე.წ. კრიმინალ­ურ­ ავტორიტეტ მინდია­ გორაძის ("ლავას-ოღლი") თანამზრახველი­ იყო, რომელმაც პოლიციელის მკვ­ლ­­­­ელობა­ შეუკვეთა. დაცვის მხარე ამ ვერსიას გავრცელებაში "ნაცი­ონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

ირაკლი გაბრიჭიძე, რამაზ დევაძის ადვოკატი: - 2014 წლის 26 დეკემბერს დევაძე მეგობრებთან­ ერთად მივიდა კლუბ "ლეგასში",­ სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაც­მული პოლიციელი მუკბანიანი საყვარე­ლთან, უზბეკ ქალთან ერთად იყო... დევაძის თანმხლები პირი მიდის მუკბა­ნიანის სუფრასთან და ეპატიჟება­ უზბეკ გოგონას, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ვიდეოფირზეც ჩანს, რომ დევ­აძე ჩხუბში არ მონაწილეობს. მუკბანიანი­ იღებს იარაღს და აქეთ-იქით ისვ­რ­ის, რა დროსაც­ სამი კაცი დაი­ჭრა, შემდეგ ის დევაძის მეგობარს იარაღს თხრის პირში.

როცა პოლიციელი­ მისკენ მიმავალ დევაძეს ხედავს, უფრო აგრესიული ხდება... დევაძის ჩვენებით: "დარბ­აზში მოძრ­ავი განათება იყო და რაღაც მომენტში, ბედად­, ჩემკენ მომართული იარაღი დავინა­ხე,­ თავი გავწიე და უკუგდ­ების ილ­ეთი­ გავაკე­თე, გადავაგდე უკან და მეც­ თავით დავეცი. შემდეგ იარ­აღს ვწვდი, წა­ვართვი, ვიცოდი,­ ტყვია პირში იყო მიც­ე­მუ­ლი და მისი განმუხტვა მინდოდა. უცებ იარაღი გავარდა. ხალხი ირეოდა, ბნელოდა, მუკბ­ანიანი ძირს ეგდო და მეგონა, წაქცევისას­ გაითიშა".

- თუმცა იმავე ღამით სარფის საბაჟოზე დააკავეს.

- დასაბუთებულია, რომ დევაძე საქმეზე მიდიოდა. მას რომ სცოდნოდა, კაცი მოკლა, დაიმალებოდა და მერე გაპარვას შეეცდებოდა.

- რატომ გახდა­ ბრალდების მხარისთვის მასალა არადამაჯერებელი?

- სასამართლო გავლენის­ ქვეშ არის მოქცეული. მოსამართლემ გაითვ­ალისწინა არა მტკიცებულებები, არამედ საზოგადოების განწყობა.

კლუბში არის ერთი კამერა, რომელმაც ზუსტად­ ასახა, რაც მოხდა, მაგრამ მისი ფირი გამქრა­ლია.­

ოთხი ექსპერტიზა ჩავატარ­ეთ, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტიც და დავადგინეთ შემთხვევის ადგილი. სამხარაულის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტ­იზის დასკვნაში წერია, რომ დევაძე მუც­ლის მიდამოდან, ქვემოდან ზემოთ ისროდა.­ გვამის დათვალიერების ოქმითაც ჩანს, რომ გასროლა ქვემოდან ზემოთ­ მოხდა (მუკბან­იანს ლოყაში­ მოხვდა ტყვია, რომელიც კისრის მიდამოში გამოვიდა). ექსპერტიზამ დაადგინა გასროლის ტრაექ­ტორია, აღდგენილ იქნა სურათი­ და ყველაფერი ზუსტად დაემთხვა­ დევაძის ჩვენებას. გარეთა კამერებზეც დაფიქსირდა, რომ დევაძე ჩვეულებრივ გავიდა კლუბიდან. მან სიბნელეში ვერ დაინახა, რომ მუკბანიანი გარდაიცვალა.

პროცესზე ექსპერტებმაც დამაჯერებელი ჩვენებები მისცეს, სამხარაულის ბიუროშიც დავნიშნეთ ექსპერტიზა და მათაც ანალოგიური დასკვნები წარმოადგინეს. მიუხედავად ყველაფრისა, დევაძეს 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით სიცოც­ხლის მოსპობა. სამი კაცი იყო დაჭრილი და სამივე, როგორც მოწმეები, მოხსნეს პრო­ცესიდან.

ამ საქმეში ვიღაცის სერიოზული ინტერესია.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ