11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს

11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს

ქუთაისში 11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო, გოგონას ახლობლები სკოლის დარაჯს სასტიკად გაუსწორდნენ, მომხდარი სწორედ ამის შემდეგ მოხვდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ნაცემი და ტანსაცმელშემოხეული დაცვის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რესპონდენტმა, რომელიც მომხდარ ანაგარიშსწორებას შეესწრო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ლ. დ:

- სკოლის დაცვის ის თანმაშრომელი, რომელსაც ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში მშობლებმა დასდეს ბრალი, 70 წლისაა და არა ახალგაზრდა, როგორც ამას ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებები წერდნენ. როგორც ვიცი, სულ ორიოდე დღის დაწყებული ჰქონდა ამ სკოლაში მუშაობა. ჩემი აზრით, მაგისთანები უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ, ახლა კი თვითონ ჩივის თურმე.

როგორც ახლობლები ჰყვებიან, 11 წლის, მეხუთეკლასელი გოგონა ცეკვიდან ბრუნდებოდა და საკუთარ ეზოში შედიოდა, როდესაც იქვე მდებარე სკოლის დარაჯი წინ გადაუდგა და ჭიქა წყალის სკოლაში, დაცვის ოთახში შეტანა სთხოვა. ბავშვი სახლში შევიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს დედამისი დაინტერესდა ვისთვის მიჰქონდა გოგონას წყალი, - ბავშვმაც უპასუხა. როგორც ჩანს, ქალი დაეჭვდა და მალევე გაჰყვა შვილს უკან, კაცი თავის ოთახში იყო და გოგონას შესვლას ელოდა...

- მერე რა მოხდა?

- დედა დროულად მივიდა და კაცმა სავარაუდო განზრახვა ვერ შეასრულა. გამწარებულმა ქალმა ატეხა ერთი ამბავი. არ უნდა აეტეხა?! მაინცდამაინც საშინელება უნდა მომხდარიყო და მერე უნდა გამოფხიზლებულიყო ყველა, როცა მისი შვილი უკვე დაღუპული იქნებოდა?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთებმა ისიც კი თქვეს, რას სცემეს ის კაცი, იქნებ გულში ცუდი არაფერი ედოო?! თუ ედო და ბავშვს დაღუპავდა, მერე ამას რა ეშველებოდა?!

ჩხუბს ბავშვის მამამ შემეესწრო და გადაირია კაცი. რომ გაიგეს საქმე რაში იყო, მეზობლებმაც მიამატეს ხელი.

- ასე ხომ შეიძლებოდა ადამიანი შემოკვდომოდათ, ეგებ მართლაც წყალი სწყუროდა ადამიანს?

- ხო, რა თქმა უნდა, ვინც თავის ოჯახის ღირსებას იცავს, ის უნდა დასაჯონ, აბა, რა! რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა უდანაშაულოა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები, როდესაც წყალი სკოლაშიც მოდიოდა, ბავშვს რატომ სთხოვა მიტანა, თუ ასე ძალიან სწყუროდა, დაცვის ოთახში რას გაიქცა ეზოსთან ვერ დაელოდა გოგონას?!

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ