სკანდალი: "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

სკანდალი: "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

თამაზ ურთმელიძეს, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა - მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა, - აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელევიზიის ინფორმაციით, მოსამარლთე თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, წელიწადისა და 8 თვის დაგვიანებით წაუყენებენ. საქმე ეხება 2014 წლის 7 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როდესაც სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, დავა ვალერი სილაგაძესა და ურთმელძეების ოჯახს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სილაგაძის მეუღლე დარეჯან ურთმელიძე გარდაიცვალა, ქმარმა კი მოითხოვა, რომ ცოლის ბინა მათი ერთადერთი შვილის სახელზე გაფორმებულიყო, რასაც ურთმელიძეების უარი მოჰყვა.

7 იანავრს სიდედრი, სიძე და მცირეწლოვანი ბავშვი თემქაზე სადაო ბინაში იმყოფებოდნენ, როდესაც ბინის თემაზე კამათი სიძის დაჭრით დასრულდა. ამის შემდეგ ნაჯახით დაჭრილი სიძე კლინიკაში, მდინარა გიორგობიანი კი პოლიციაში გადაიყვანეს. ვალერი სილაგაძე და მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც თავდასხმის თვითმხილველი იყო, იმავე დღეს მოწმის სტატუსით დაკითხეს.

მოსამართლე ურთმელიძის დედის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისთვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე "რუსთავის 2"-ის ქონებას ყადაღას დაადებდა, - იუწყება "რუსთავი 2".

წყარო

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ