წამებისა და გაუპატიურების ახალი კადრები ვრცელდება

წამებისა და გაუპატიურების ახალი კადრები ვრცელდება

უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია ერთი კონკრეტული პირის მიერ მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი.

9 წუთიან ვიდეოში ჩანს ნიღბიანი მამაკაცის მიერ ადამიანის გაუპატიურების ამსახველი პროცესი. ვიდეოს ბოლო ნაწილში ისმის საუბარი მეგრულ დიალექტზე. აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად ვებგვერდზე გამოტანილია 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოც.

ახლად გავრცელებულ მასალას აქვს შემდეგI შინაარსის მინაწერი:

"რის შესახებ დუმს სააკაშვილი? წამების ახალი ვიდეო იძულებით ჩვენების მისაცემად. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი განთქმულია "ბრწყინვალედ" გატარებული რეფორმებით, რომელმაც თითქმის ასი პროცენტით გახსნა დანაშაულებები და არ არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული, რომელიც თითქოსდა გახსნეს, თუ სადისტის ბოდვაა. მთავარია გულწრფელი აღიარება, რომელსაც "სიხარულით იძლეოდა" ნებისმიერი ეჭვმიტანილი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ წამების ვიდეოში ჩანს გადატანილი სექსუალური ძალადობის და მძიმე წამების შემდეგ ეჭვმიტანილი აღიარებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს", - წერია პორტალზე.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, უკრაინულმა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ