"ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია

"ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" მაყურებელს წარუდგინეს დიალოგი, რომელშიც, გადაცემის მტკიცებით, ვლადიმერ ბედუკაძესა და "ობიექტივის" ყოფილ ჟურნალისტ და ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას შორის საუბარია წარმოდგენილი.

ბედუკაძეც და ნინო ჯღარკავაც რამდენჯერმე ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს და ფულს, რომელიც ახლა უკვე ყოფილ პრემიერს კადრების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა. ჯღარკავა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი კადრებით უკმაყოფილო იყო და ის ამას არ ელოდა, რაზეც ბედუკაძე ბრაზდება და წერს, რომ რაზეც შეთანხმდნენ ის იყო.

ეკა კვესიტაძის გადაცემას მაყურებლისთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს, შესაბამისად, მოცემული დიალოგის სანდოობა ეჭვქვეშ დგას.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე აღნიშნული გადაცემა ეთერში გავიდოდა, ნინო ჯღარკავამ პრესკონცერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გადაცემაში მოცემული "სქრინები" ფოტოშოფია და სიცრუეა. ამასთან, ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ის არ იცნობდა ლადო ბედუკაძეს და შეუძლებელი იყო მასთან მიმოწერა ჰქონოდა.

AMBEBI.GE უახლოეს მომავალში შესთავაზებს მხარეთა კომენტარებს აღნიშნული დიალოგის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მანამდე კი გთავაზობთ დიალოგს, რომელიც გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოქვეყნდა და რომლის ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის.

***

ნინო ჯღარკავა: ლადო, გავარკვიე ყველაფერი, რაც მთხოვე. ირმამ ბოდიში მოგიხადა. მართლა ძალიან დაკავებულია და ამ დღეებში დავეკონტაქტები აუცილებლადო. დღეს დილით ჩვენი კაცი გავაგზავნე თურქეთშო/ შენს ცოლს ნახავს და გადასცემს თანხას. 27 000-ს. ეს დროებით ეყოფათ და მალე  ვიზებსაც გავაკეთებთ. შენ არაფერზე ინერვიულო.

ლადო ბედუკაძე: ხომ არ იცით, დაახლოებით როდის იქნება მზად ვიზები? ძალიან ვნერვიულობ.

27 000 რატომ? ეს არ ყოფილა ჩვენი მოლაპარაკება. უთხარი რა, დამიკავშირდეს ირმა. მე როგორც ვხედავ, ამ ამბავზე ვიღაცები ყვავს ხარშავენ და უკვე მაგრად ყარს.

ნინო ჯღარკავა: რას გულისხმობ? თუ ირმაზე ფიქრობ, ცდები ლადო, ჩემო კარგო. 27 000 სწორედაც რომ ირმას ხელიდან გავიდა. იცი, რომ ბიძინას ჯერ ერთი კაპიკიც კი არ გადაუხდია?

ლადო ბედუკაძე: ეს ჩემი საქმე არ არის. მე ჩემი მისაღები უნდა მივიღო. ვხედავ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოლაპარაკება გვქონდა. ნინო, უთხარი, რომ კონტაქტზე გამოვიდეს ირმა. მე ფოფხაძე და ბლიადაძე შუამავლებად არ მჭირდება.

ნინო ჯღარკავა: მაგათზე ადრევე გითხარი, თავი შორს დაიჭირე-თქო.

ლადო ბედუკაძე: ასეც ვაკეთებ. ზედმეტი ხალხი არ მჭირდება. ისინი  ამ საქმიდან კაპიკს ვერ მიიღებენ. დარმავოი ფული მიუნდათ ბიჭებს. ირმამ რაც უნდა გადაუხადოს თავისი სჩორიდან. ბიძინა რასაც მისცემს, ის პირადად მე მეკუთვნის და პროსტა ისე არ გამაკეთებინონ ყველაფერი ნათელი გახდეს. ამაზე წამსველელი ვარ, დასაკარგი აღარაფერი მაქვს.

ნინო ჯღარკავა: ხომ არ გაგიჟდი? მაგით შენ რამდენიმე კაცს კი არა, საერთოდ ყველას დაგვღუპავ და დაღუპავ საქართველოს. ეს ამბავი რომ გასკდეს, იცოდე, ნაცხროვა ციხეებიდან არ გამოგვაყოფინებს თავს. ცოტა დაფიქრდი, რა! როგორ ფიქრობ, ივანიშვილი მაგ ფულს გაექცევა? რას პანიკობ, მიგვაყვანინე საქმე ბოლომდე ძმაო. ასე ხომ არ შეიძლება?

ლადო ბედუკაძე: ფაქტია, რომ მაგათი მხრიდან არცერთი დანაპირები არ სრულდება. ვიზები დღემდე ვერ გააკეთეთ და ჩემი ოჯახი ისევ თურქეთშია. ეს გაუჭრდა ბიჭინას? ირმა რატომ არაფერს ეუბნება?

ნინო ჯღარკავა: ლადო, არ ხარ მართალი. ჩვენ ჯიბეში ხელებჩალაგებულები არ ვართ. სხვათაშორის, ბიძინამ რომ ნახა, იცი რა თქვა? ეს ის კადრები არ არის, რასაც ველოდებოდითო.

ლადო ბედუკაძე: მაგას *იგ ხომ არ აქვს? აბა, რას ელოდებოდა? ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? ამაზე დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა თუ რა? რაც გვქონდა დაგეგმილი, ის გაკეთდა. მაშინ უფრო მეტად უნდა დაეკონრეტებინათ, რა უნდოდათ.

ნინო ჯღარკავა: არ ვიცი, არ ვიცი. მოკლედ, სიკვდილი მინდა, ისეთ დღეში ვარ. შენ კი არა, მგონი მალე მეც დავკრგავ ფეხს და გამოვიქცევი ამ ჯოჯოხეთიდან.

ლადო ბედუკაძე: მე თუ წამოვედი, რა დავიჭირე? ამხელა მტკიცებულება უდევს წინ ჩემს ადვოკატს და იმის პირობასაც ვერ მაძლევს, რომ პოლიტიკურს მივიღებ. კაროჩე, ეს ფოფხაძე რაღაცას მაბოლებს და ამათ ცოტა ხანში მოვუვლი. მაგარი ვითხები შემომტენეთ...

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ