ახალი რეალობა "რუსთავი 2"-ში: როგორ გადანაწილდება წილები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

ახალი რეალობა "რუსთავი 2"-ში: როგორ გადანაწილდება წილები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება.

ტელეკომპანიის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის – ქიბარ ხალვაშის სხვა მოთხოვნებს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მოსამართლემ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები ბათილად გამოაცხადა.

ასევე ნახეთ| სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ