ISIS -ის სახელით გავრცელებული მუქარის ერთ-ერთი ავტორის მამის კომენტარი

ISIS -ის სახელით გავრცელებული მუქარის ერთ-ერთი ავტორის მამის კომენტარი

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ერთ-ერთი მებრძოლი ხვიჩა გობაძეა. "ინტერპრესნიუსი" ხვიჩა გობაძის მამას, ილია გობაძეს დაუკავშირდა.

ილია გობაძის ინფორმაციით, მას აღნიშნული ვიდოეომიმართვა არ უნახავს, თუმცა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება.

"ჩემი შვილი დაახლოებით ორი თვის წინ მეგობრებთან ერთად წავიდა თურქეთში სამუშაოდ. მას შემდეგ რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი, თუმცა საქართველოში არც ერთხელ არ ჩამოსულა.

მე არ ვიცი ამჟამად სად იმყოფება. არ ვიცი რა მუქარის გზავნილებია, ინტერნეტი არ მაქვს და არაფერი მინახავს, მაგრამ აქ რომ არ არის ჩემი შვილი, ეგ ვიცი", - განაცხადა ილია გობაძემ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ