სუს-ის კომენტარი ISIS- ის სახელით გავრცელებულ მუქარის ვიდეომიმართვაზე

სუს-ის კომენტარი ISIS- ის სახელით გავრცელებულ მუქარის ვიდეომიმართვაზე

ინტერნეტში ქართველების მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ AMBEBI.GE სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ვიდეო ქართულ ენაზეა და მასში დაჯგუფების ოთხი წევრი ჩანს. ერთ-ერთი საუბრობს და მიმართავს ქართველ ხალხს, საუბრის პირველ ნაწილში, შემდეგ კი იმ აჭარელ ხალხს, რომელთაც თავი მუსულმანებად მიაჩნიათ: "თქვენ ისლამის ნაწილი მიიღეთ: როგორიცაა მარხვა, დღეში ხუთჯერ ლოცვა... მაგრამ თქვენ არ მიიღეთ უმთავრესი, რომ ალაჰის ხათრისთვის უნდა გიყვარდეთ მორწმუნეები და ალაჰის ხათრისთვის უნდა გძულდეთ.

თქვენი ისლამში ყოფნა საკითხავია... იცხოვრეთ ისე, როგორც საჰადეთი მოითხოვს თქვენგან... მოგმართავთ თქვენ, ე.წ ქრისტიანებო, მიიღეთ ისლამი, იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე ისლამურად და ალაჰის წყალობით შედით "ინშა ალაჰ" სამოთხეში".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ