ნინო გიორგობიანი - ტერორიზმის საფრთხის დონე ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის

ნინო გიორგობიანი - ტერორიზმის საფრთხის დონე ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის

ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რისკები ყველგან მომატებულია.

"აქედან გამომდინარე, გაზრდილია უსაფრთხოების დაცვის ზომები. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის. თუმცა მსოფლიო და რეგიონალურ კონტექსტში რისკების გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. შესაბამისად, ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია გამოძიება ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოებასთან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი დეპარტამენტი, რათა მოხდეს საფრთხეების მაქსიმალური პრევენცია", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით აქტიურად ტარდება პრევენციული ზომები საქართველოს საზღვრებზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ