ფოთში სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ

ფოთში სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ

ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. ასევე, ითხოვენ მგზავრთა დოკუმენტაციას.

საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართული. რეიდები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ფოთის პოლიცია რეიდების მიზეზს არ აკონკრეტებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ