ლარსის სასაზღვრო პუნქტზე თურქულნომრიან სატვირთო ავტომობილებს საზღვრის გადასაკვეთად პრობლემები ექმნებათ

ლარსის სასაზღვრო პუნქტზე თურქულნომრიან სატვირთო ავტომობილებს საზღვრის გადასაკვეთად პრობლემები ექმნებათ

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის საზღვრის გადასაკვეთად თურქულნომრიან სატვირთო ავტომობილებს , გუშინ საღამოდან მოყოლებული პრობლემები აქვთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის თურქული ნომრის მქონე 38 სატვირთო ავტომობილი რუსული მხარისგან ნებართვას ელოდება. ეს ავტომობილები ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე მანქანა საზღვრიდან გამობრუნდა უკან და ნაწილი აზერბაიჯანში წავიდა, ნაწილი კი - თურქეთში. უწყების განმარტებით, რუსეთის მხარე არ ადასტურებს, რომ თურქულნომრიან სატვირთო ავტომობილებთან დაკავშირებით აკრძალვა არსებობს. სატვირთო ავტომობილების ნაწილი უშუალოდ რუსეთში მიდის, ნაწილი კი რუსეთის გავლით სხვა ქვეყანაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე თურქი მძღოლი სცემეს, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ნეიტრალურ ან საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ