შსს-ს განცხადება ფოთში საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება ფოთში საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთში გეგმური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს , ეს არის გეგმური საპოლიციო კონტროლი და "განსაკუთრებული არაფერი ხდება".

ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. ასევე, ითხოვენ მგზავრთა დოკუმენტაციას.

საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართული. რეიდები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ფოთის პოლიცია რეიდების მიზეზს არ აკონკრეტებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ