ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ხვალ მთავარი პროკურატურაშია დაბარებული. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს , დაკითხვაზე 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. მისივე თქმით, პროკურატურაში დაბარება მის მიერ მოსმენასა და თვალთვალზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. როგორც ელისაშვილი აცხადებს, მას უკვე რამდენიმე თვეა უსმენენ და უთვალთვალებენ.

"მუშაობს ჩვენი პროკურატურა - თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ჩემს სტატუსსა და კომენტარზე ხვალ, 2 საათზე დამიბარეს მთავარ პროკურატურაში. დეტალებს მათ მოვახსენებ. მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის", - წერს ელისაშვილი.

მანამდე კი, ასევე "ფეისბუქში" ელისაშვილმა დაწერა, რომ მასზე მუდმივი თვალთვალი ხორციელდება. "ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების გაორმაგებულ მოსმენაზე რომაა გადასული სჯობს რეალური საფრთხეების კონტროლით და პრევენციით დაკავდეს. შემთხვევითი ხალხია ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურების მენეჯმენტში, მარტო პრემიების საკუთარი თავისთვის გამოწერა, ოპოზიციონერების თვალთვალი და ღლაბუცი რომ ეხერხებათ ისეთები. იმაზე გაცილებით მეტი ვიცი რასაც ვწერ, მაგრამ არ დავწერ მეტს - არ მინდა ვავნო საკუთარ სახელმწიფოს, მაგრამ იმას კი გეტყვით რომ ჩემი მუდმივი თვალთვალის ნაცვლად ვისაც საჭიროა იმას მიაქციეთ ყურადღება, თორემ რამე რომ მოხდეს ვიცი თქვენ წითელ ხიდზე ურიგოდ გასვლაში 10 ათასებს გადაიხდით და ისევ ჩვენ, დანარჩენები უნდა დავრჩეთ ამათთან პირისპირ. ასე რომ რეალური საქმით დაკავდით ბიძიკო მანდ, სუს-ში და ჩემზე პირადად თუ რამე გაინტერესებთ მოვალ და მოგიყვებით, ტყუილად ნუ ხარჯავთ დროს, ენერგიას და რესურსებს. არაფერი არ მაქვს მე დასამალი და არც ნატამალ ცუდს არ ვუმზადებ საკუთარ ქვეყანას. ვისაც ეხება ეს მიხვდება რასაც ვამბობ", - აცხადებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ