თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, მეტრო თავისუფლების მოედანთან არასრულწლოვანი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდისთვის სამი უცნობი მამაკაცი მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც არასრულწლოვანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ის ზურგის არეში დაჭრეს.

მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე აღიძრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევის ადგილზე სპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ