მოსამართლემ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ირაკლი რამიშვილი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ირაკლი რამიშვილი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ირაკლი რამიშვილი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე რამიშვილის გათავისუფლებას რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე ითხოვდა. მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. მანამდე კი სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა, რომელმაც მოსამართლე საპროცესო კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა.

ჯანგირაშვილამდე კი სასამართლოდან გააძევეს ბრალდებულის მეორე ადვოკატი ირმა ჭკადუა. პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს დაცვის უფლების განხორციელების სრული შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა ირმა ჭუკადუა გააძევეს და ამის შემდეგ მალხაზ ჯანგირაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, რითაც გაუგებრობაში აღმოჩნდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი რამიშვილი.

ამასთან, რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, რომლის მიხედვით გამომძიებლები ნივთმტკიცებად ასახელებენ მოთეთრო ფერის გრანულებიან ნარკოტიკულ საშუალებას, ხოლო ექსპერტი მოყავისფრო მასად აღიქვამს აღნიშნულს, პროკურორმა განმარტება გააკეთა.

როგორც გოგორელიანმა აღნიშნა, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელი ოქმში უთითებს ისე, როგორც აღიქვამს ნივთიერებას. ხოლო ექსპერტებს აქვთ მეტი შესაძლებლობა და დანადგარები, რათა შეაფასონ ამოღებული ნივთიერება და ეს სწორედ ამ მოტივით იყო განპირობებული.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს, პროკურორმა აღნიშნა, რომ დღეს ადვოკატებმა ვერ წარმოადგინეს ვერანაირი ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც ბრალდებული პატიმრობიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.

დღევანდეო პროცესზე გარდა ირმა ჭკადუასი, მოსამართლე მალხაზ მრელაშვილმა გააძევა დათო ტურაშვილი, რომელიც ბრალდებულის საგულშემატკივროდ იყო სასამართლოში მისული და მას თავდებში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად უდგებოდა. გარდა გაძევებისა, ტურაშვილს მოსამართლემ 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

როგორც ცნობილია, ირაკლი რამიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავეს. შემდეგ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ იგი გაათავისუფლა. თუმცა პროკურატურის საჩივრის საფუძველზე კვლავ დააკავეს.

ირაკლი რამიშვილს თავდებში უდგებოდნენ ნატო მეტონიძე, ნანული სარაჯიშვილი, დათო ტურაშვილი, ეკა ჩხეიძე, ასევე სხვა მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესს ესწრებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ