ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდება

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდება

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში, დღეს, 10.00 საათზე განახლდება.

გუშინდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, კონტრტერორისტული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი, ასევე საპატრულოს თანამშრომელი. პროცესი ნაწილობრივ დახურული იყო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, საპატრულოს თანამშრომელმა დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილის გასვლა საქართველოს საზღვარზე იყო გაუფრთხილებლობის შედეგი, რაზეც იგი დაჯარიმდა.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელი დახურულ სხდომაზე დაიკითხა. შესაბამისად, ჩვენების დეტალებზე პროკურორმა არ ისაუბრა.

რაც შეეხება დაცვის მხარის წარმომადგენელს, როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დახურულ პროცესზე კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაცვის მხარის შეკითხვაზე, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომელზეც ჩვენებაში საუბრობდა, არ გაამხილა.

ადვოკატის ინფორმაციით, იგი ამბობდა, რომ ეს ოპერატიული ინფორმაციაა.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, კანონმდებლობა კი მოითხოვს, რომ თუკი მოწმე წყაროს ვერ ასახელებს, მისი ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად.

აქედან გამომდინარე, ადვოკატი აცხადებს, რომ "კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლის ჩვენებას ფასი არ ჰქონდა".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ