"იარაღით ჩაუსაფრდა... ჯერ ერთი მოკლა, შემდეგ მეორეს ესროლა..." - რატომ დახოცა 60 წლის კაცმა მეზობლები

"იარაღით ჩაუსაფრდა... ჯერ ერთი მოკლა, შემდეგ მეორეს ესროლა..." - რატომ დახოცა 60 წლის კაცმა მეზობლები

"მთელი სოფელი გაოგნებულია მომხდარით, რამ გადარია ამ ხნის კაცი" - ამბობს მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოს დეპუტატი ილო ჯახაია.

რამდენიმე დღის წინ, 60 წელს გადაცილებულმა ოთარ სიგუამ მეზობლებს სანადირო თოფიდან ესროლა. ეჭვმიტანილიც, მოკლულიც და დაჭრილიც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და სამაგალითო მეზობლობაც ჰქონდათ... დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ექიმებს მის გადარჩენაზე საუბარი უჭირთ...

იმ დღეს ოთარ სიგუა, მამუკა სიგუა და კახა ჩხეტია მეზობლად მცხოვრებ ცანავებს სახლის გადახურვაში ეხმარებოდნენ. საქმის დასრულების შემდეგ, მასპინძელმა სუფრა გაშალა. ვახშამზე მეზობლებს შორის შელაპარაკება მომხდარა... გაბრაზებული ოთარ სიგუა გავარდნილა, შინიდან სანადირო თოფი გამოუტანია და ცანავას სახლთან მეზობლებს დადარაჯებია.

ილო ჯახაია:- რა საკითხზე იკამათეს მეზობლებმა ასე მწვავედ, რომ სიგუამ მათი დახოცვა გადაწყვიტა, ვერავინ საუბრობს... როგორც ამბობენ, დაპირისპირებისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა... ლამის გაგიჟდეს ის უბედური კაცი, რომლის სახლიც იმ დღეს გადახურეს. ჩაუშხამეს ყველაფერი, იმ წვალებით აშენებულ სახლში ცხოვრებაც ჩაუმწარეს. არ ვიცი, რამ გააგიჟა 60 წელს გადაცილებული კაცი ასე...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ