მაფია სახელმწიფოს გვერდით - მსოფლიო კრიმინალუ­რი სამყარო ჯიჰადისტების წინააღმდეგ კოალიციას შექმნის?!

მაფია სახელმწიფოს გვერდით - მსოფლიო კრიმინალუ­რი სამყარო ჯიჰადისტების წინააღმდეგ კოალიციას შექმნის?!

"არ არსებობდა იმაზე წარმატებული თანამშრომლობა თეთრ სახლსა და "კოზა ნოსტრას" შორის, როგორიც ომის დროს იყო".

პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მემუარებიდან

13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ საფ­რანგეთს თითქოს არაფერი გააკვირვებდა, თუმცა 21 ნოემბერს პარიზის ერთ-ერთ კაფეში დატრიალებულმა მოვლენებმა ყოვე­ლგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ საღამოს სამი საერთაშორისო ძებნილი, კოლ­უმბიური მაფიის წევრი (ჩრდ. კოლუმბიის ნარკოკარტელი) კაფეში ფრანგულ ფუნთუშ­ებს შეექცეოდა და თავს მუსაიფით ირთობდა. მოულოდნელად დარბაზში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და "ალაჰ აკბარის" შეძახილით ცეცხლი გახსნა. იმ დროს კაფეში ოცამდე კაცი იმყოფებოდა. კოლუმბიელებმა "დაუპატიჟებელი სტუმრები" იქვე დახოცეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია საგონებელში ჩავარდა. ერთი მხრივ ხელთ ჰყავდა წლობით ძებნილი მაფიოზები, მეორე მხრივ კი, ის ადამიანები, რომლებმაც ოცი კაცი სიკვდილს გადაარჩინეს.

მაფიის წევრები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ალბათ, კოლუმბიის მთავრობას გადასცემენ... თუმცა, მაფიის პირველ­ შეხვედრას "ისლამურ სახელმწიფო­სთან", მალე გაგრძელება მოჰყვა, ამჯერად ნიუ-იორკში...

23 ნოემბერს, ერთ-ერთი ტელე­არხით, ამერიკული მაფიის თავკაცის­ შვილმა, ჯოვანი გამბინომ "ისლამურ სახე­ლმწიფოს" შეახსენა, ნიუ-იორკში სიცილიიდან ჩამოს­ულებს მაფია იცავსო. "სამყარო სავსეა ხიფ­ათით, მაგრამ სიცილიური წარმოშობის მცხოვრებთ შეუძლიათ, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მეგობრები და ნათესავები დაცულები იყვნენ ექსტრემისტებისა და ტერორისტებისგან, ისეთი ფსიქოპათებისგან, რომლებიც თავს "ისლამურ სახელმწიფოს" უწოდებენ".

გამბინოს ოჯახი იმ ხუთეულშია, რომე­ლიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს. "გამბინოს კლანი"­ 2 500 წევრისგან შედგება. მას გასული საუკუნის­ 20-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა განგსტ­ერმა­ კარლო გამბინომ.

აღსანიშნავია, რომ კრიმინალური სამ­ყ­ა­რო ხალხისა და სახელმწიფოს ინტერეს­ების სადარაჯოზე ადრეც აღმოჩენილა.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ოდ­ეს­ისთვის მიშკა იაპონჩიკი (მოშე ვინიცკი)­ ცოცხალი ლეგენდა იყო. ოდესელი ბანდიტ­ების გენერალზე არაერთი რომანი და ფილმის სცენარი დაიწერა (ოპერეტაც კი).

1919 წელს ოდესას და საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც მიშკა­ ოდესელი­ რატომღაც ხალხის ხელისუფლებად მიიჩნევდა, დენიკინის არმიის რისხვა­ დაატყდა, კრიმინალური სამყაროს პირველი "მეფე"(ქურდულ სამყაროში მას პირველ "კანონიერ ქურდად" მიიჩნევენ) ომში თავისი ბანდით (2500 კაცი) წავიდა, რომელსაც თავადვე დაარქვა "54-ე საბჭოთა პოლკი". მთელმა ქალაქმა გააცილა,­ თუმცა, იაპონჩიკი ოდესას აღარ უნახავს - რკინიგზის სადგურზე მოკლეს...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ