"სიღნაღის პოლიციის უფროსმა წყლით სავსე ბოთლით მცემა"

"სიღნაღის პოლიციის უფროსმა წყლით სავსე ბოთლით მცემა"

სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 25 წლის ნიკოლოზ ბეჟაშვილი სიღნაღის პოლიციის უფროსს მანუჩარ გოგიშვილს ცემაში ადანაშაულებს. როგორც ბეჟაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, პოლიციის უფროსი მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდა, რის გამოც წნორის ქვეგანყოფილებაში დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და წყლით სავსე ბოთლით და წიხლებით ცემდნენ.

ნიკოლოზ ბეჟაშვილის განმარტებით, სასამართლომ მას მართვის უფლება ჩამოართვა, პოლიციელები კი მისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ საჭესთან იჯდა.

"ადრე ვარ ნასამართლევი. მოვიხადე სასჯელი. მას შემდეგ მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვარ. დამაკავეს, ნარკოტიკები ჩამიდეს, შემოწმებაზე წამიყვანეს და არ აღმოვჩნდი ზემოქმედების ქვეშ. სასამართლომ გამათავისუფლა და უფრო გადამეკიდნენ. ჩემს გარდა ჩემი მეგობრებიც ცემეს. რვა საათის განმავლობაში, სანამ წნორის პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, არც დარეკვის უფლება მომცეს", - განაცხადა ნიკოლოზ ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების და ტკივილების გამო, სახლში დაბრუნების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთი დღე იყო მოთავსებული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ