"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

საზოგადოება შეძრა თბილისში გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ. ძალოვნებმა 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და 5 წლის ვაჟის, თორნიკეს მკვლელობაში ამხილეს. არსებული ინფორმაციით, მაგდამ თავიდან აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოძიებას დეტალური ჩვენებაც მისცა, თუმცა მალე ეს ჩვენება შეცვალა და შემზარავი დანაშაული უარყო. ახლა სამართალდამცავები ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა გახდა ქაფიაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი (ვიდეო: ვინ არიან შემზარავი მკვლელობის მსხვერპლი მამა-შვილი და ბრალდებული დედა)

20 დეკემბერს, გამთენიისას, ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს კივილი შემოესმათ. გარეთ გასულებს შემზარავი სურათი დახვდათ. სადარბაზოს შესასვლელთან ეგდო დასისხლიანებული 27 წლის ომარ ქაფიაშვილი. იქვე ახლოს მისი 5 წლის ვაჟი. ომარის დედა და ცოლი კი შველას ითხოვდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები კარგა ხანს მუშაობდნენ. მალე მომხდარ ტრაგედიის მიზეზებზე მეზობლები ალაპარაკდნენ. მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მკვლელობაში ეჭვი ცოლზე მიიტანეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ძალოვნებმა ოფიციალურად დადასტურეს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი ძალოვნებმა ქუჩაში მდგარ ნაგვის ურნაში სისხლიანი იპოვეს. მეზობლები იმასაც ამბობენ, ქმრის მკვლელობის შემდეგ მაგდა ომარის მანქანით სახლიდან წავიდა და ამ დროს ბავშვი მანქანაში ეჯდაო. არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირა ტერიტორიიდან მანქანის გასვლა. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ დედამ ერთადერთი შვილი. მეზობლების ვერსიით, ამ ტრაგედიის შემხედვარე ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა, დედა ვერ დაამშვიდებდა... პატარა ასთმიანი იყო და შესაძლოა ნერვიულობის ფონზე შეტევა განვითარდა და ბავშვი დაიღუპა. მეზობლები ბავშვის განზრახ მკვლელობას გამორიცხავენ. "ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა".

როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, თორნიკე 7-თვიანი დაიბადა და მას ხშირი ასთმური შეტევების გამო მკურნალობდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს გვიან ღამით ომარ ქაფიაშვილის მანქანა როგორ გავიდა ეზოდან. როცა პოლიციას მაგდასთვის უკითხავს, მანქანა ვინ გაიყვანაო, - მას უპასუხია, ბავშვმა ღამის 2 საათზე ხაჭაპური მომთხოვა და იმის საყიდლად წავედით მე და ჩემი შვილიო.

თორნიკე 5 წლის იყო, იქვე სახლთან ახლოს მდებარე ბაღში დაჰყავდათ მშობლებს. მომხდარით შეძრულები არიან პედაგოგები და უჭირთ იმის დაჯერება, რომ დედამ საკუთარი შვილი წინასწარგანზრახულად გაგუდა. გარდაცვლილი მამა-შვილი სახლში პროზექტურიდან გვიან მიასვენეს. როგორც ამბობენ, ომარს თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე აქვს ჩარტყმული.

მომხდარით შეძრული იყო თორნიკეს დეიდა ლანა პაპიძე. მისი თქმით, და და დისშვილი ტრაგედიის დღეს ნახა: "ჩემთან იყვნენ მაგდა და თორნიკე. ომარიმ სამსახურიდან დაურეკა მაგდას სახლში მოვდივარ და იქ დამხვდითო. ბავშვს ჩემს სახლში დარჩენა და ბავშვთან თამაში უნდოდა, მაგრამ მაგდამ არ დატოვა, უთხრა, მამიკოს სახლში უნდა დავხვდეთო. შევეხვეწე, ასე ძალიან უნდა დარჩეს, დატოვე და საღამოს მოგიყვან-მეთქი, მაგრამ წაიყვანა. მერე ვიგებ ამ საშინელებას. მითხარით სად იყო იმ დროს ჩემი და? რატომ ეღვიძა საერთოდ ღამის 2 საათზე თორნიკეს? ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი თორნიკე აღარ მყავს. არ შემიძლია. მითხარით ვინ მოკლა ისინი, ან სად იყო ღმერთი, როცა მათ ასე უმოწყალოდ ხოცავდნენ?!"

განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

იხილეთ ვიდეოკადრები ტრაგედიის ადგილიდან

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა