მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა

მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცეს. გამოძიების ინფორმაციით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს.

პაპიძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებული ამბობს, რომ მას პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა, ჩადენილ იქნეს დანაშაული.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12.00 საათზე ჩატარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ