თარხან ბათირაშვილის ნათესავები ტერორისტის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ

თარხან ბათირაშვილის ნათესავები ტერორისტის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ნათესავები არ ადასტურებენ ინფორმაციას, ერაყში ამერიკელი სპეცრაზმელების მიერ თარხან ბათირაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ.

როგორც ბათირაშვილის ნათესავებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, კომუნიკაცია მისი დაცვის წევრთან დღეს დილით ჰქონდათ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ერაყში, კირკუკის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი. ТАСС-ის ინფორმაციით, პარასკევს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ამერიკულმა სამხედროებმა ალ-შიშანის გარდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ორი მეთაური დააკავეს, ასევე განადგურებულ იქნა 7 თვითმკვლელი ტერორისტი. სააგენტოს ცნობით, 3 ექსტრემისტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სულეიმანიაში გადაიყვანეს. ТАСС ასევე წერს, რომ ამ წლის განმავლობაში მედია საშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია ალ-შიშანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

იხილეთ ვრცლად

რამდენჯერ მოკლეს თარხან ბათირაშვილი - "უკვდავი" პანკისელი ტერორისტის დაუდასტურებელი სიკვდილის ქრონიკა

ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ერაყში პანკისელი თარხან ბათირაშვილი დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ