ბანკის დაყაჩაღების მცდელობა და სროლა ვაკეში

ბანკის დაყაჩაღების მცდელობა და სროლა ვაკეში

ვაკეში რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, პოლიციის მიმართულებით შეიარაღებულმა პირმა გაისროლა, რომელიც ბანკის დაყაჩაღებას ცდილობდა.

შსს-ს ცნობით, დაშავებული არავინ არის. პირი, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ორმა თანამშრომელმა ადგილზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

AMBEBI.GE დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ