"ან ფული, ან თხილი!" - ყაჩაღობისას თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს

"ან ფული, ან თხილი!" - ყაჩაღობისას თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს

ოზურგეთის სოფელ ბაილეთის მაცხოვრებლები ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ შველას ითხოვენ. ებრალიძეების ოჯახზე თავდასხმა ამ ორიოდე დღის წინ, გამთენიისას მოხდა, - იმ დროს, როცა მთელ ოჯახს ეძინა, სახლის პირველ სართულზე ორი ნიღბიანი შევარდა, ოჯახის წევრები ზეზე წამოყარა და ოჯახის უფროსის, ზურაბ ებრალიძისაგან ფული მოითხოვა…

ზურაბ ებრალიძემ, ოჯახის სარჩენი თანხის დათმობას წინააღმდეგობის გაწევა ამჯობინა. "უშვერი სიტყვებით დაუწყეს მამაჩემს ყვირილი და ცემა. მამამ ყვირილი ატეხა, მიშველეთო. სახლის მეორე სართულზე ჩემს ძმას ეძინა, სანადირო თოფი გამოიტანა და ისროლა. სახლში კიდევ შემოვარდა რამდენიმე ადამიანი, წაიყვანეს დაჭრილი და წავიდნენ", - განაცხადა ზურაბ ებრალიძის ქალიშვილმა თამარ ებრალიძემ. დაჭრილ თავდამსხმელს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარეს გადაუდებელი ოპერაცია...

ო. ლ: სოფელ ბაილეთის მცხოვრები: - ებრალიძეები ძალიან მშრომელი ხალხია. მთელი ოჯახი საოჯახო მეურნეობაშია ჩართული. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თხილია. წელს თხილის ფასი განახევრდა, ამ შემოსავლით ერთი ეგაა, მშიერი არ დარჩები ადამიანი. იმ დღეებში ჩაუბარებიათ თხილის ნაწილი, როგორც ჩანს, ყაჩაღებმა ეს გაიგეს და მიადგნენ საწყლებს უთენია.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ