"შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - რას ყვებიან თვითმხილველები თელავის პოლიციაში მომხდარ სროლაზე

"შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - რას ყვებიან თვითმხილველები თელავის პოლიციაში მომხდარ სროლაზე

თვითმხილველები თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ყვებიან. როგორც ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მყოფმა მამაკაცებმა განუცხადეს, მათთვის უცნობი პირი ეზოში შევარდა და ავტომატიდან სროლა დაიწყო.

"ვიღაც შევიდა და ავტომატი ესროლაო. ერთი გარდაცვლილია, სხვები დაჭრილელები არიან, მაგრამ რამდენი - არ ვიცი. არ იციან ვინ ისროლა. გოგოა მგონი დაჭრილი", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა და დასძინა, რომ გარდაცვლილი პოლიციელი გელა ლამაზოშვილია.

მისი მონათხრობი დაადასტურა მეორე თვითმხილველმაც, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის ეზოში უცნობი პირი შევარდა, ავტომატიდან ცეცხლი გახსნა და ”ვინც ხელში მოხვდა იმას ესროლა”.

თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი ცოტა ხნის წინ მოკლეს. ასევე დაჭრილია ერთი პოლიციელი ქალი.

შსს-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის 19 წლისაა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ