"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა

"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა

30 დეკემბერს თელ­ავში შემზარავი ტრაგედია, საპატრულო პოლიციის ეზოში­ მოხდა. იმ დილით საპატრულო პოლი­ციის თანამშრომლები სამსახურში ჩვეულებრივ მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპ­ატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა. გოგონა­ მიწაზე მოწყვეტით დაეცა. პოლიციის თანამშ­რომლებს ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო შუშხუნა ააფეთქეს - ვინ წარმოიდგენდა, რომ მათ კოლეგას პოლიციის ეზოში ტყვიას ესროდნენ! პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზ­ოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულს დამიზნებით ესროლა. შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს. დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში წაიყვანეს. 49 წლის გელა ლამაზოშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში­ ჰქონდა მიყენებული. 35 წლის მაია ჯავახიშვილი სიკვდილს ებრძოდა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაჭრილის გადასარჩენად თბილისიდან ექიმები ვერტმფრენით ჩაიყვანა, მაგრამ ამაოდ - მაია ჯავახიშვილი მეორე დილას გარდაიცვალა.

"შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - თვითმხილველები თელავის პოლიციაში მომხდარ სროლაზე

ორი ადამიანის განზრახ მკვლ­ე­ლობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით­ ცხოვ­რობს - მის სახლსა და პოლი­ციის შენობას­ ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდ­რო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ: "ბიჭები "ბირჟაზე" ვიდექით, გასროლის ხმა რომ გაისმა. თავიდან ასაფეთქებელი გვეგონა... როცა დავინახეთ,­ როგორ შეცვივდნენ პოლიციელები მეტრეველის სახლში, მივხვდით, რაღაც საშინელება მოხდა და ჩვენც იქით გავიქეცით. ჭიშკარს რომ მივადექით, სანდრო­ უკვე ხელბორკილით გამოჰყავდათ. გაოგნებული ვართ, ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და კონფლიქტური არასდროს ყოფილა. არც ის ვიცოდით, ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია, არც აგრესიული გვინახავს. პაპამისი ცნობილი მეღვინე იყო. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, ვერ აგვიხსნია, რატომ დახოცა პოლიციელები, - მითხრა მეზობელმა. ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკურნალობდნენ.

ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის გამგებელი: მკვლელობაში­ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ოჯახი მალავდა. სანდროს კლასელებმა,­ მეგობრებმა, მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, რომ ავად იყო. სანდრო მორაგბეა და ფიზიკურად ძლიერია. წლებია, ვარჯიშობს­... როგორც ამბობენ, დიდი ხანი არ არის, რაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მეტრეველების სახლში ინახებოდა პაპისეული იარაღი და იმ თოფით დახოცა პოლიციელები. გალავანზე ასულა და იქიდან უსვრია საპირფარეშოში მიმავალი გოგოსთვის. ამის მერე გაუნძრევ­ლად იჯდა და როცა გარეთ გამოსული სხვა პოლიციელი დაინახა, ახლა იმას ესროლა. მერე მშვიდად ჩამოსულა გალავნიდან და შინ­ შესულა. გაქცევა არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს­ გაუწია წინააღმდეგობა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა - არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო. სანდროს პოლიციელებთან არასოდეს ჰქონია კონფლიქტი, არც მანქანა ჰყავს, რომ საპატრულო პოლიციასთან პრობლემები შეჰქმ­ნოდა... განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ