კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:28 / 04-01-2016
2015 წლის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებას შეცვლის
გასულ წელს პარლამენტმა სხვადასხვა სფეროში ასამოქმედებელი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. 2015 წლის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი 2015-ში განხორციელდა, ნაწილი კი ახალი წლიდან განხორციელდება და უშუალოდ შეეხება მოქალაქეებს, AMBEBI.GE პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

მოწმეთა დაკითხვის წესი
"მოწმეთა დაკითხვის წესი 2016 წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდება და ეფუძნება 2 ძირითად პრინციპს - ერთი ის, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ მოწმის დაკითხვა მოხდება მხოლოდ მოწმის თანხმობით, ხოლო მეორე პრინციპი არის ის, რომ თუ მოწმე ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს, გამოძიებას კი აქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ მოწმე ფლობს დანაშაულის
გახნისთვის საჭირო ინფორმაციას, მაშინ მოწმის დაკითხვა მოხდება მაგისტრანტ მოსამართლესთან. შესაბამისად, ის უაღრესად მძიმე პრაქტიკა, რაც მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა, კერძოდ, როდესაც ხდებოდა მოწმის უკანონო ზემოქმედება და მრავალი ფაქტი ყოფილა ასეთი, ასეთი რამე უბრალოდ ვეღარც კი მოხდება, ვინაიდან, მოწმის და გამოძიების ურთიერთობა ან იქნება ნებაყოფლობითი მოწმის მხრიდან, ან თუ მოწმე უარს ამბობს ამაზე, მაშინ მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან".

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი" ახალი, 2016 წლიდან ამოქმედდება. მთელი ეს კოდექსი ეყრდნობა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას, მათ შორის, შემოდის თავისუფლების აღკვეთის ისეთი მექანიზმი, როგორიც არის შინაპატიმრობა, ნაცვლად საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელის მოხდისა. თუმცა, ამ შინა პატიმრობის დროს პირის გაკონტროლება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოხდება".

ნარკოტიკული საშუალების დამზადება-შეძენა-შენახვის დანაშაულის გამიჯვნა მისი რეალიზაციისგან
"მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ცვლილებები, რომელიც შეეხო ნარკოტიკულ დანაშაულს, სახელდობრ, ერთმანეთისაგან გაემიჯნა ნარკოტიკის გასაღება და შეძენა-შენახვა-მოხმარება. ნარკოტიკის გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდა, ხოლო შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, პირიქით, შემსუბუქდა".

საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმება
"მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლებისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება და მხოლოდ პოლიცია ადამიანს თავისი საცხოვრებელი ადგილიდან ვეღარ გამოასახლებს. ხშირად იყო და არის შემთხვევები, როდესაც ორი მხარიდან ერთი ამბობს, რომ ბინა მისია, მეორე კი ამბობს, რომ მისი საკუთრებაა და ითხოვს პირველის გამოსახლებას. რეალურად, ვის ეკუთვნის ბინა, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და მხოლოდ მერე უნდა მოხდეს გამოსახლება".

ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის მექანიზმები

"ძალიან ბევრი ნორმა მივიღეთ იმისათვის, რომ უკეთესად იყოს დაცული ქალთა და ბავშვთა უფლებები, შესაბამისად, დანაშაული, რომელიც ოჯახურ ძალადობას უკავშირდება ან ბავშვის მიმართ არის განხორციელებული, ასეთი ქმედება უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე მანამდე იყო. 2015 წელს მიღებულმა ნორმებმაც უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ ასეთი დანაშაული ნაკლებად მოხდეს".

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ
1-ელი იანვარიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა, რომლითაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთელი რიგი სოციალური შეღავათები წესდება. უფრო კონკრეტულად, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება. ასევე ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ასევე 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება ანუ, ამიერიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 2015 წელს მიიღეს 2 საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია.

ერთ-ერთია "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყება არ შეეძლებათ. 2015 წელს ამ ცვლილებებს საზოგადოებაში დიდი ხმაური მოყვა, 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები პერმანენტულად მართავდნენ აქციებს განათლების სამინისტროსთან, თუმცა საბოლოოდ, კანონში ცვლილება მაინც შევიდა.

საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ახლახან გახდა ცნობილი და ბევრი მძღოლის გულისწყრომა დაიმსახურა, მართვის მოწმობას ეხება. კერძოდ, 2016 იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და მძღოლს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. თუმცა, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, ცვლილებები, მათ შორის მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემის შემოღების შესახებ, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არ ამოქმედდა. საკითხზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია დაგეგმილი.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

14:27 / 05-01-2016
mkrolav=torolas
0
ამ ბოლო დროს ამოსწორდი,ძალიან მომწონს შენი კომენტარები. გეთანხმები.
14:05 / 05-01-2016
მსქროლავი ტროლი
0
თურმე ნუ იტყვით და, ამ ჩვენს მთავრობას ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალზე ფიქრში ათენდ-აღამდებათ და კანონებსაც შესაბამისს ღებულობენ..... ამ დროს ახალი წელი ჯიქიაზე საფეხბურთო ბაზის დანგრევით მოგვილოცეს და დღეს შესაბამისი ინსტრუქციაც მოაყოლეს - ეგ ტერიტორია ნაცებმა გაყიდეს, თორემ ჩვენ მაგას როგორ ვიკადრებდით, ჩვენ მხოლოდ კანონის აღსრულება გვხვდა წილადაო..... ანუ, დაახლოებით იგივე, რაც მურუსიძესთან დაკავშირებით მოგვაცეცხლეს - ჩვენ მხოლოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელების დაჯილდოება გვხვდა წილად, თორემ ხომ ყველამ ვიცით, რომ ნაც. რეჯიმის მოკლულიაო.... არსად წამსვლელები ესენი არ არიან საკუთარი ნებით - რევოლუციამდე მიიყვანენ საქმეს და თუ სისხლში ჩახშობა არ გამოუვიდათ, მერეღა მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფრებს....
პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ყველა ბობოლა ჩინოვნიკის შვილს ქვეყნის საზღვრების დატოვებას აუკრძალავს ( კანონი უნდა გავრცელდეს ორივე სექტაზე) - ეს ძირეულ გარდატეხას ვერ მოახდენს, მაგრამ ყველას ეცოდინება, რომ მათი შვილებიც იმ ქვაბში მოიხარშებიან, რომელშიც ჩვენი შვილების მოხარშვას აპირებენ - ეს უბრალოდ კადაფიზაციას აგვაცილებს, მხოლოდ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა....
მსგავსი სიახლეები
”ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას”
მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ მომხრეებთან ერთად გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტა
ყველაზე მეტ კომპანიაში აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია - 31 კომპანია, ნინო წილოსანი - 13 კომპანია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ხვალისთვის გადაიდო და სხდომა დახურულად გამოცხადდა
დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა
მისი თქმით, აგრესია, საფერფლის სროლის გარდა, გამოიხატება სიტყვიერ დაპირისპირებაშიც
+VIDEO ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე 10 პარლამენტარიდან თითო ინიციატივა წამოაყენა მხოლოდ სამმა
ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ხარჯებმა 2016 წელს სულ 1 559 171 ლარი შეადგინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:18 / 23-11-2017  Image რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი
რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
14:44 / 23-11-2017  Image "ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში მისი შვილები მაძლიერებენ..." - რას წერს დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე
დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამუნა ხელაია ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49