შსს მეტროსადგურ "დელისთან" გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ კომენტარს აკეთებს

შსს მეტროსადგურ "დელისთან" გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ კომენტარს აკეთებს

ოჯახი მეტროსადგურ "დელისთან" მამაკაცის გარდაცვალებას გულის პრობლემებს უკავშირებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, ვინაიდან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია არ გააჩნიათ, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება გუშინ, 14:00 საათზე შევიდა. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, მეტროსადგურ "დელისთან", მიწისქვეშა გადასასვლელში ხანდაზმული მამაკაცი უგონოდ იმყოფებოდა. ადგილზე შეტყობინებისთანავე, მივიდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია, რომელსაც 1949 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, მომხდარი ოჯახს შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის მეუღლე და შვილი, რომელთა ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალება ამას უკავშირდება. ვინაიდან ოჯახის წევრებს პრეტენზია არ გააჩნიათ, უარი თქვეს ექსპერტიზის ჩატარებაზე და შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა", - განმარტეს შსს-ში.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი მიუსაფარია და ყინვის შედეგად გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ