"შირაქის პროდუქტის" ჯიხურიდან მძარცველებმა საღეჭი რეზინი და ხურდა ფული წაიღეს

"შირაქის პროდუქტის" ჯიხურიდან მძარცველებმა საღეჭი რეზინი და ხურდა ფული წაიღეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე "შირაქის პროდუქტის" ჯიხური გაქურდეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. როგორც მათ "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული.

ადგილზე არსებული სხვა სავაჭრო ჯიხურის გამყიდველის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, რადგან დილით მისულს მაღაზია უკვე გაქურდული დახვდა.

"შირაქის პროდუქტის" გამყიდველმა განაცხადა, რომ მაღაზიიდან ფულია წაღებული, თუმცა არა დიდი რაოდენობით", - განაცხადა მან.

სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ