საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეძენილი და 14 მილიონად შეფასებული ვან დეიკის ნახატი ორიგინალია

საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეძენილი და 14 მილიონად შეფასებული ვან დეიკის ნახატი ორიგინალია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი ორიგინალია, - ამის შესახებ თურქული ინტერნეტგამოცემა Hurriyetdailynews-ი ექსპერტების კომენტარზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, ენტონი ვან დეიკის ნახატს პირველადი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საბოლოო დასკვნას კი თურქეთის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერტები გააკეთებენ.

დაკარგული ვან დეიკის ნახატი სტამბოლში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მის გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. როგორც თურქეთის სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მოიპარეს და რუსეთისა და საქართველოს გავლით სტამბოლში ჩაიტანეს. თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ნახატი იპოვა. კერძოდ, სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შესთავაზეს.

გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენებმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა მოითხოვეს. დაკავება სტამბოლის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ნახატი მათ საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეიძინეს.

ვან დეიკი ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარია, რომელიც ბიბლიურ და მითოლოგიურ პერსონაჟებს ხატავდა.

იხილეთ სტამბოლის სასტუმროში სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ტილო, მისი ოჯახის საკუთრებაა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ