ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი, აცხადებენ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა მათ ბინებს ამოწმებენ. ადგილობრივები კამერებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნულს პირად საუბრებში ამბობენ.

რაც შეეხება პირველ სართულზე მდებარე ბინას, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბინა ქირავდებოდა ხოლმე. შემთხვევის ადგილზე, სადაც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიას ახლობლები არიან შეკრებილები. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, ასევე მისულები იყვნენ შს მინისტი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირიაა. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ