კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:23 / 17-01-2016
რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც 17 იანვარს, პოლიციის მიერ მისი დევნის ოპერაციისას, თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, პროკურორი, რომლიც შინიდან 13 იანვარს გავიდა სახლიდან და შინ აღარ დაბრუნებულა, 16 იანვარს თბილისში მოკლული იპოვეს.

იხილეთ ვიდეო| ვინ იყო ბიძინა კუჭავა? - აზარტული მოთამაშე, რომლის სახელი სხვა მკვლელობებშიც ფიგურირებს?

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს ინფორმაციითვე, ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ: "ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც".

"კვირის პალიტრის" არქივში ვიპოვეთ სტატია, რომელიც ორ ძალიან გახმაურებულ მკვლელობას შეეხება, რომელთაგან ერთ-ერთის სასამართლო პროცესზე ბიძინა კუჭავას, როგორც აზარტული მოთამაშის გვარ-სახელიც იყო ნახსენები.

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, სკაუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია.

გაგრძელება


იხილეთ: ვახტანგ ქირიას მკვლელობის ყველა დეტალი
15:23 / 18-01-2016
რა მაგრები არიან ნაცები, რომ ვერ ივიწყებთ ქოცებო, აბა თქვენ, არჩევნების შემდეგ, არც არავინ გაგიხსენებთ და ახალი მთავრობა(არა ნაცები) ციხეში ამოგალპობთ, ყველა კრიმინალს, პოლიტპატიმრის მანტიის ქვეშ გამოწყობილს. თქვენი აღსასრული ახლოვდება, ვერასდროს მთავრობაში ვერ დაბრუნდებით, ვერასდროს!!!
დდდდ
15:17 / 18-01-2016
ნაცებო გეყოოოოოოოოოთთთთთთთთთთთ მკვლელობებიიიიიი
muri
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძემ 10 დღის განმავლობაში ბიძინა კუჭავას მიმართ არაერთი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება გააკეთა
"კუჭავამ სერიოზული იარაღის სანაცვლოდ მისირელს გაუქვითა ვალი 5000 დოლარის ოდენობით"
სახლს კუჭავების ოჯახი დაახლოებით 10 წელია ფლობს
"დამ ბინა გაყიდა,­ რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა"
+VIDEO| "ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა"
"პროკურორს ვაფრთხილებდი, ეს იარაღი მესამედაც გაისვრის-მეთქი"
+VIDEO: ბინაში კიდევ ერთ ადგილზეა სისხლის კვალი აღმოჩენილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:06 / 24-05-2016  Image დააკავეს თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე
რა ხდება ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
19:31 / 24-05-2016  Image "პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან
მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა
13:34 / 24-05-2016  Image როგორია შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ივნისში გაიხსნება და 10 000 მაყურებელს დაიტევს
VIDEO+PHOTO BLACK SEA ARENA-ს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დასრულდება
17:18 / 24-05-2016  Image "მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"
მარინა დარასელიას თეატრში მოღვაწეობის ძალიან ხანგრძლივი - 34-წლიანი ისტორია აქვს
15:49 / 24-05-2016  Image ეკო ფანგანი საკუთარ დაბადების დღეზე ფეხშიშველი ცეკვავდა - ტელეწამყვანი იუბილეს სამი დღე აღნიშნავდა
+PHOTO| ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49