კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:18 / 18-01-2016
23 წლის წინ თბილისში პროკურორი მოკლეს - პირველი შეკვეთილი მკვლელობა და ბურუსით მოცული საქმის დეტალები
რამდენიმე დღის წინ, თბილისში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლეს. შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ტელე-რადიო კომპანია "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელიც მოკლულის ახლო ნათესავი იყო. კუჭავამ პოლიციის დევნის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქართველოში ეს პროკურორის მკვლელობის მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა 1993 წლის 10 მარტს, ასევე თბილისში მოხდა. მიხეილ ქურდაძე, რომელიც 1990-1993 წლებში თბილისის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. მაშინდელმა პროკურატურამ და გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ფაქტი ასე შეაფასეს: "ეს არის პირველი შეკვეთილი მკვლელობა".

1993 წლის 10 მარტს,
56 წლის მიხეილ ქურდაძე საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მანქანით მივიდა. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, მას უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და სახეში სამი ტყვია ესროლა. სადარბაზოს შესასვლელთან წაქცეულ, სასიკვდილოდ დაჭრილ პროკურორს მკვლელმა სამი საკონტროლო ტყვია დაახალა: ერთი თავში, ორი - გულში. სამართალდამცველებმა მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ ამოიღეს მკვლელობის იარაღი - მაკაროვის სისტემის სქ-18-09 ტიპის პისტოლეტი, რომელიც სოხუმის გვარდიის ოფიცრის, არჩილ შანიძის საკუთრება იყო.

იგივე იარაღი ფიქსირდება თბილისში მომხდარ კიდევ რამდენიმე მკვლელობის საქმეში. 1993 წლის 4 მარტს, მიხეილ ქურდაძის მკვლელობამდე ექვსი დღით ადრე, წყნეთის გზაზე სამართალდამცველებმა "ჟიგულის" მარკის თეთრი ფერის "06"-ში ორი გვამი აღმოაჩინეს - არჩილ შანიძისა და მისი მეგობრის, ზურაბ ნათაძის. ორი მეგობრის მკვლელი დღემდე დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შანიძე და ნათაძე, შანიძის პისტოლეტით მოკლეს, იარაღი კი მკვლელმა წაიღო. ორმაგი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში შანიძის იარაღით თბილისის პროკურორი მოკლეს. 10 თვის შემდეგ კი 1994 წლის 31 იანვარს, მტკვარში დიდუბელი ნუკრი რურუას გვამი იპოვნეს, რომელიც ასევე შანიძის იარაღით იყო მოკლული. ამ საქმეზე პოლიციელი აკაკი დვალიშვილი დააკავეს, სამართალდამცავებმა მის სახლში იპოვეს შანიძის იარაღის ტყვია.

მიხეილ ქურდაძის მკვლელობის საქმეს პროკურატურა მრავალი წელი იძიებდა. არაერთი ვერსია გაჟღერდა და მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 2001 წელს შეძლეს ეჭვმიტანილის დაპატიმრება. საქმეზე სამხედრო პოლიციის თანამშრომელი კობა გურგენიძე დააკავეს. გამომძიებლის განცხადებით, დაპატიმრებულმა ქილერმა შემკვეთისგან თბილისის პროკურორის მკვლელობისთვის გასამრჯელოდ სოლიდური ჰონორარი - 10 ათასი დოლარი აიღო.

კობა გურგენიძე წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საყურადღებო იყო ერთი დეტალი - ბრალდებული ფაქტობრივად ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს. მოწმე, ლალი გოდერძიშვილი თავის ჩვენებაში ამხელდა კობა გურგენიძეს და ამბობდა, "კობა მოვიდა ჩემი ძმის სანახავად, ოთახში მარტო იყვნენ და მას უამბო, როგორ მოკლა მიხეილ ქურდაძე. ეს საუბარი მე მოვისმინეო". მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სასამართლო პროცესზე მოწმე ლალი გოდერძიშვილი და არც მისი ძმა არ დაკითხულა, რადგან იმ პერიოდისთვის ორივე გარდაცვლილი იყო. წინასწარ გამოძიებაში მიცემული მისი ჩვენება კი სასამართლომ გაიზიარა და გურგენიძე დამნაშავედ სცნო. მართალია კობა გურგენიძე გაასამართლეს, მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურისთვის ცნობილი იყო მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა და კვალი პოლიციის მაღალჩინოსანზე გადიოდა, თუმცა პროკურატურას შემკვეთთა ვინაობა არ დაუსახელებია...

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
09:52 / 19-01-2016
tamazi
0
ედუარდ-გიორგის დაკვეთები უამრავია, მოწმეთა და შემსრულებელთა ლიკვიდაციაც ხდებოდა.
23:28 / 18-01-2016
ლია
0
მე დარწმუნებული ვარ რომ,მკვლელობები რომელიც არ არის გახსნილი მაღალჩინოსნების ჩადენილია რომლებიც თანამდებობებზე, მუშაობენ სხვადასხვა ადგილებზე დღემდე. იმედია შოთაზე გაუხსნელ სააქმებს მიხედავს,გამსაკუთრებით მცხეთაში სამხარეო სამართველოში 2004წ მკვლელობების საქმეები გაუხსნელია რატომ არ იხსნება?ზემოთ მოგახსენეთ
მსგავსი სიახლეები
"გამომძიებლებმა დეტალურად გაიხსენეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა"
"ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია"
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა და დაზარალებულმა ერთმანეთი საპატიმროში გაიცნეს
"არსებობს ვარაუდი, რომ რჩეულიშვილი თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ზემოქმედებას მოახდენს ბრალდების მოწმეებზე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:18 / 23-11-2017  Image რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი
რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
14:44 / 23-11-2017  Image "ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში მისი შვილები მაძლიერებენ..." - რას წერს დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე
დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამუნა ხელაია ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49