ბიძინა კუჭავას მეუღლე - ვიზა აღებული არ აქვს, მოსკოვში გარბის კაცი და სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში?!

ბიძინა კუჭავას მეუღლე - ვიზა აღებული არ აქვს, მოსკოვში გარბის კაცი და სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში?!

საქმე არ არის გამოძიებული, დასკვნები არ დადებულა და ბიძინა კუჭავა გამოჰყავთ მანიაკალურ პიროვნებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორ ვახტანგ ქვირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძინა კუჭავას მეუღლემ მარინა ნიკოლოზაშვილმა განუცხადა.

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე არ ეთანხმება გამოძიების მიერ გავრცელებულ ვერსიას და აცხადებს, რომ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს. რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა კუჭავა აპირებდა საქართველოდან გაქცევას, მას თან არ ექნებოდა ქირიას სისხლიანი პასპორტიც. მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით, ის ასევე არ იცნობს იმ პირებს, რომლებიც ბიძინა კუჭავასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ. "დასკვნა არ არის დადებული არც პროკურატურიდან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ამ დროს არის ბრალდებები. ძალიან ამაღელვა ამ ფაქტმა. საქმე არ არის გამოძიებული, დასკვნა არ არის დადებული და ამ დროს გამოჰყავთ მანიაკალურ პიროვნებად. ძალიან გთხოვთ, კოლეგიალობა გამოიჩინოთ და თავი შეიკავოთ იმ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ არის გადამოწმებული.

მე არ ვეთანხმები ამ ვერსიას, რომელმაც გაიჟღერა. შეუძლებელია ასეთ ვერსიაზე იფიქროს იმან, ვინც იცნობდა ბიძინა კუჭავას და მეორე – ლოგიკაში არ ჯდება ქმედებები. თუ აპირებდა რუსეთში გაქცევას, თუ ჰქონდა დაზიანებები და თუ ჰქონდა თან ქირიას სისხლიანი პასპორტი, რომელი ჭკუადმყოფელი იზამს ასე. ვიზა აღებული არ აქვს, მოსკოვში გარბის კაცი და სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში?! მე არ მაქვს არანაირი ვერსია, არ გამაჩნია არანაირი ინფორმაცია და არ მომწონს ის, რა ინფორმაციაც ვრცელდება. საქმე არ არის გამოძიებული და უკვე თავიდანვე ფაქტზე დადებულია სარჩელი. არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო ბოლო დღეების განმავლობაში, სახლში ბრძანდებოდა უმეტეს წილად. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვთან. ერთად შევხვდით ახალ წელს.

მე დამკითხეს როგორც მოწმე, ქირიების ოჯახთან კი კომუნიკაცია არ მქონია. მე ვერ შევაფასებ გამოძიებას იმიტომ, რომ არ ვიცი, საქმის მსვლელობა. როდესაც ჩაერთვება ადვოკატი და მოგვეცემა საშუალება, თვალი ვადევნოთ ყველაფერს, გვექნება საშუალება, რომ ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ კომენტარი. ვინ ისხდნენ ავტომანქანაში, მათი არც სახელები ვიცი და არც გვარი. არც ფიზიკურად მეცნობიან არანაირად. ძალიან გთხოვთ, ინფორმაციას გადაუმოწმებლად ნუ გააშუქებთ", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ