ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:56 / 18-01-2016
არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას
პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

"მე შემიძლია დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სამაგალითო თანამშრომლობა აჩვენა, პოლიციამ, პროკურატურამ და შესაბამისმა სამსახურებმა. გამოძიებით პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი.

არსებობს ძალიან სერიოზული გარემოებები და მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან ჰქონდა 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა. "სავარაუდოდ გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება.

ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. როცა მანქანაში თვითმკვლელობა განახორციელა, ვნახეთ, რომ მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში. ცნობილია ასევე, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას.
ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფრით დასტურდება, რომ ქირია მისი საქმიანობის გამო არ მოუკლავთ.

იხილეთ ვიდეო

11:18 / 20-01-2016
ეს ნაცები რა დღეში არიან ამათ დამიხედეთ. განუკითხავობააო გაჰკივით. განუკითხავობა და ჩამოშლილი სახელმწიფო რომ იყოს თქვენ არც ერთი ცოცხალი არ იქნებოდით აქამდე. ის ფირცხალავა მკვლელი ციხიდან ჭკუას არიგებს პოლიციას არაპროფესიულად ჩატარებული ოპერაცია იყოო. პროფესიულად ჩატარებულები მის დროს კი ვნახეთ რაც იყო. ისე აღარ გაჩუმდებით თქვე არგასაჩუმებლებო?
123
22:48 / 19-01-2016
რა შუაშია აქ ნაციდა ქოცი ხალხო ცოტა აზრზე მოდით რეებს ბღაჯნიით,ვინც ვერ ერკვევით იურიდიულ საკითხებში გაჩუმდით მაინც.
Knobka
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძემ 10 დღის განმავლობაში ბიძინა კუჭავას მიმართ არაერთი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება გააკეთა
"კუჭავამ სერიოზული იარაღის სანაცვლოდ მისირელს გაუქვითა ვალი 5000 დოლარის ოდენობით"
სახლს კუჭავების ოჯახი დაახლოებით 10 წელია ფლობს
"დამ ბინა გაყიდა,­ რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა"
+VIDEO| "ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა"
"პროკურორს ვაფრთხილებდი, ეს იარაღი მესამედაც გაისვრის-მეთქი"
+VIDEO: ბინაში კიდევ ერთ ადგილზეა სისხლის კვალი აღმოჩენილი
გამოძიების მთავარი ვერსია - მკვლელობა ყოფით ნიადაგზე?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:55 / 27-08-2016  Image ვინ არის პრიმაბალერინა, რომელსაც 20 წლის მანძილზე საქართველოში არ უშვებდნენ
"ამ სიტყვების გამო 20 წელი აღარ ჩამომიშვეს საქართველოში"
13:50 / 27-08-2016  Image როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში- ვრცელი პროგნოზი
29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
15:19 / 27-08-2016  Image "მის გვერდით ბიჭი იყო ჩაჩოქილი და ეხვეწებოდა, - ბომბორ, არ მოკვდეო"! - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"
20:24 / 26-08-2016  Image Samsung Galaxy Note 7 უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა
Samsung Galaxy Note 7 მფლობელს სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი
10:43 / 26-08-2016  Image "არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."
"ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა"
კვირის ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49