კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:30 / 19-01-2016
თაღლითობა, ქრთამი, ნარკოტიკები - საქმეები, რომელთა გამოც ქართველი ბიზნესმენები ციხეში აღმოჩნდნენ
გადასახადების დამალვა, თაღითობა, ქრთამის მიცემა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - ეს ის ბრალდებებია, რომლის გამოც სხვადასხვა დროს ქართველი ბიზნესმენები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. AMBEBI.GE-მ ყველაზე გახმაურებულ დაკავებებს გადახედა.

იხილეთ ვიდეო

2011 წელს, ბესიკ ხარძიანი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამ ბრალდებით მან ციხეში 2 წელი დაჰყო. მისი და მის ძმის საკუთრებაში არსებული კუს ტბის ტერიტორია პანამაში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმდა. ეს გარიგება 2014 წელს საქალაქო სასამრთლომ უკანონოდ ცნო და ხარძიანებს საკუთრება დაუბრუნა. ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები ზეწოლაში, ნარკოტიკების ჩადებაში და ქონების უკანონო ჩამორთმევაში გიორგი უდესიანს ადანაშაულებდნენ. როგორც ბესიკ ხარძიანი ამბობდა, ქონების ჩამორთმევას წინ გიორგი უდესიანთან შეხვედრა უძღოდა, რომლის დროსაც უდესიანმა მას კუს ტბის ტერიტორის წილში ჩასმა მოსთხოვა. უარის მიღებიდან რამდენიმე დღეში ხარძიანი დააპატიმრეს. 2015 წლის 28 მარტს, მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან ბესიკ ხარძიანი მოკლული იპოვეს. მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დადგენილია მკვლელის ვინაობა, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

2010 წლის, 12 ივნისს ქრთამის მიცემის ბრალდებით "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია დააკავეს. ბარკალაის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. წინასაარჩევნოდ, "მათე მოტორსის" წინ ბარკალაიამ ყვავილებით ხუთიანი შემოხაზა. ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად ბარაკალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის ტყუილს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ მან მიაწოდა ვანო მერაბიშვილს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს "მათე მოტორსმა" ნახმარი ზეთები ჩაასხა პოლიციის მანქანაში. ჯანაშვილის "ტყუილი" ბარკალიას საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაუჯდა. ციხიდან ის საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.

2010 წლის 19 მაისი. ხმაური მოჰყვა "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორისა და პრეზიდენტის გენო მალაზონიას დაკავებას. დაკავების მიზეზად ფინანსური მაქინაციები, უკანონო სამეწარმეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქმიანობის განხორციელება და გადასახადებისთვის თავის არიდება დასახელდა. ბრალდების მტკიცებით, საბუღალტრო აღრიცხვა მალაზონიამ 2006 წლიდან ლიცენზირების პირობების დარღვევით დაიწყო, შესაბამისად, 2006 წლიდან მიღებული შემოსავალი - 165 828 582 ლარი უკანონოა. პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი კოდუას და დავით კირკიტაძის ახლო მეგობრის დაკავება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მალაზონია რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით იმავე წელს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი მეგობარი თემო მაჭავარიანი, ელიზბარაშვილის რძალი სალომე ივანიშვილი და რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი დააკავეს. ოფიციალური ბრალდებით, დაკავებულებმა 2003 წელს სცადეს ფსიქიატრების მოსყიდვა, რათა მათ თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ. ცნობის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი ციხეს დატოვებდა. თამაზ ელიზბარაშვილმა პატიმრობაში 5 თვე გაატარა. ციხიდან 6 მილიონის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაპატიმრებას რამდენიმე თვით ადრე, ელიზბარაშვილის კომპანია "ელიზი" ფინანსურმა პოლიციამ 1 300 000 ლარით დააჯარიმა. ბიზესმენი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

დამნაშავე თაღლითობაში - ასეთი განაჩენი გამოუტანა 2011 წლის აპრილში სასამართლომ ანზორ ქოქოლაძეს. "ელიტ-ელიქტრონიქსის" მეპატრონეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2008 წელს "თიბისი ბანკმა" "ელიტ-ელიქტრონიქსი" 80 მილიონ ლარად შეაფასა. 2010 წელს კი ბანკმა კომპანია 116 ათას ლარად შეიძინა. ანზორ ქოქოლაძე 2012 წელს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE
22:42 / 20-01-2016
რასს ლაპარაკობტტ მატ ყოპნასს ციხეში ყოპნასს ედზახიტტ ?
საკუტარი ოპისი აქვტ მტავრობა უპასოდ ემსახურებატ ,გადასახადებსს არ იხდიან და მოპარული მილიონები "ციხიდან" რომ გამოვლენ ისე მოიხმარენ ტავიანტი პოცენტიტ რომ აქეტ განატრებინებენ ციხეში ჯდომას.
ციხეში ჩვენ ვზივარტ წამალსს ვერ ვყიდულობტ, სახლში წყალს შუქს და გაძსს ვერ ვანტებტ ამხელა გადასახადების და უმუშევრობის გამო.
tamari
11:15 / 20-01-2016
ქოქოლაძე წესიერი კაცია, მაგრამ გასვარეს ნაცუებმა
nia
მსგავსი სიახლეები
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა
იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა
"ბიზნესპერსონამ" "ტექნო ბუმისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელს, ანზორ ქოქოლაძეს უმასპინძლა
ტილო თურქეთში საქართველოდან, საქართველოში კი ევროპიდან მოხვდა
ბიზნესმენის მკვლელობა, კლასელის მიერ მოკლული გოგონა, "საუკუნის ძარცვა", "პოლიციელების მკვლელი"...
დადგენილია მკვლელის ვინაობაც
"ალქაიდას" წევრებს სჯერათ, რომ ამგვარად ისინი აშშ-ის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ
პატივისცემით და უზომო სიყვარულით...
ირაკლი კორძაიამ საქართველო დატოვა, იმ მოტივით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49