კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:27 / 19-01-2016
ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ
გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი ქმარი მიმდინარე თვეში ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, აფრიკაში გამგზავრებას გეგმავდა.

მარინა ნიკოლოზაშვილის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა აფრიკაში უნდა შეხვედროდა მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები.

"სულ ამისთვის ემზადებოდა. სულ ამ საქმიანობაში იყო. ამ თვეში უნდა წასულიყო. ახლა გავიგე, რომ სამ დღეში უნდა წასულიყო. მისი კომპანიონი უკვე ნამყოფი იყო აფრიკაში", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება გამოძიების ინფორმაციას, რომ ბიძინა კუჭავა თვითმკვლელობის მომენტში, ორ პირთან, პოპოვებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, მარინა ნიკოლოზაშვილი აცხადებს, რომ ამ პირების შესახებ
არაფერი იცის.

გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაცია, რომ ბიძინა კუჭავამ პროკურორი პაატა ქირია ძველით ახალი წლის ღამეს მოკლა და ხმაურს დაამთხვია.

"ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად იყო სახლში. ერთად შევხვდით ძველით ახალ წელს. ზუსტად იმ დროს შემოვიდა, როდესაც იწყებოდა ახალი წელი", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავას სხეულზე აღმოჩენლი დაზიანება სახლიდან გასვლის შემდეგ აქვს მიყენებული.

"იგი 16 იანვარს სახლიდან გავიდა გამოპრანჭული, მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე. ეცვა მოტკეცილი შუზები, რომელსაც ნატკენ ფეხზე ვერ ჩაიცვამდა. მე გავაცილე ის. არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. ვინ დაურეკა და სად მიდიოდა არ ვიცი. მას შემდეგ, კიდევ ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე, გარდაცვალებამდე საათნახევრით ადრე. თუ სადმე გაჟღერდა ბატონი ბიძინა კუჭავას სახელი, ცდილობენ, რომ საზოგადოებას მოახვიონ რამდენიმე მკვლელობა, რომლის სახელიც მას დაუკავშირეს, ამაზე ხომ უკვე ვიღაცები იხდიან სასჯელს", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.
მისი თქმით, კუჭავას ჰქონდა მინისტრების და დეპუტატების ნომრები.

"მას ჰქონდა ასეთ ადამიანებთან კონტაქტი. მოითხოვეთ მისი ბლოკნოტი, ყველას ნომერი აქვს", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.
მისი ინფორმაციით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა კუჭავას პროკურორ პაატა ქირიას ვალი ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კუჭავას მეუღლე მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახს უსამძიმრებს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. კუჭავას მეუღლემ აღნიშნა, რომ ვახტანგ (პაატა) ქირიასა და ბიძინა კუჭავას ოჯახებს შორის, რომლებიც მეგობრობდნენ, შუღლი არ უნდა გაღვივდეს.

"დიდ სამძიმარს ვუცხადებ ამ ტკბილ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი და ტკბილი ადამიანი იყო პაატა ქირია. ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს არის საერთო ტრაგედია. გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი მიცვალებულების გასაპატიოსნებლად. ჩვენ უნდა გავზარდოთ შვილები, აქ არის შუღლი ჩადებული და ჩვენს შორის, როგორც ნათესავებს შორის ეს არ უნდა არსებობდეს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მოვუწოდებთ პაატა ქირიას ოჯახს იქნებ თავადაც დაინტერესდნენ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვით ამ საქმეში, რათა გავაპატიოსნოთ ჩვენი მიცვალებულები. პაატა ქირიას და ბიძინა კუჭავას, ორივეს კარგად იცნობდნენ ზუგდიდში. პაატა ქირია იყო პატიოსანი ადამიანი, პროფესიონალი პროკურორი და არ არსებობდა, იგი აუცილებლად გაიცნობდა ბიძინა კუჭავას ხასიათს და თუკი ის მანიაკალური პიროვნება იყო, მასთან საქმეს არ დაიჭერდა", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.
19:29 / 20-01-2016
PENSİONERİ
0
ქალბატონო რატომ არ ხართ ან არ იყავით დაინტერესებული სად წავიდა თქვენი მული.რომელიც უგზო=უკვლოდ გაქრა. უკვალოდ არაფერი არა ქრება. შენს დავხედ ქმარს დაცვა არ სჭირდება. მან თავის თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი და თქვენ ნუ იცავთ.
17:15 / 20-01-2016
nino
0
ეს ქალიც გადარჩენილია მაგარი,რომ არ მოკლა !
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძემ 10 დღის განმავლობაში ბიძინა კუჭავას მიმართ არაერთი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება გააკეთა
"პროკურორი რაღაც ინტერესებს შეეწირა... ჩემი ქმარი კი ნაჩქარევად მიაკლეს ზედ"
"კუჭავამ სერიოზული იარაღის სანაცვლოდ მისირელს გაუქვითა ვალი 5000 დოლარის ოდენობით"
სახლს კუჭავების ოჯახი დაახლოებით 10 წელია ფლობს
"დამ ბინა გაყიდა,­ რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა"
+VIDEO| "ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა"
"პროკურორს ვაფრთხილებდი, ეს იარაღი მესამედაც გაისვრის-მეთქი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:35 / 17-11-2017  Image რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ
"გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ"
17:32 / 17-11-2017  Image განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ჩემი გატაცება შემოსავლიან საქმიანობად იქცეოდა"
10:08 / 17-11-2017  Image "პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას საქართველოში თავისი სახე ჰყავს
17:02 / 17-11-2017  Image ბრედ პიტს, სავარაუდოდ, ახალი რომანი აქვს - ვინ ჩაანაცვლა ანჯელინა ჯოლი
პიტთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ურთიერთობა თვეზე მეტია, გრძელდება
20:08 / 17-11-2017  Image ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49