მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის

მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის

მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის. "ინტერპრესნიუსი" ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმეების, ცოლ-ქმარ პოპოვების სახლთან იმყოფებოდა, რომელიც გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარეობს. თავად პოპოვები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მოწმეები არიან, კონტაქტზე არ გამოდიან. უცნობია იმყოფებიან თუ არა ისინი სახლში, თუმცა ეზოს კარი ღიაა. თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი კი, რომელიც გამოძიებაში ნივთმტკიცებაა, ადგილზე არ არის და იგი სავარაუდოდ ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა პოპოვების მეზობლებს. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, დავით პოპოვს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, რომელთან ერთადაც აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. საქმიანობის შესახებ მეზობლებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა მათი თქმით, დავით პოპოვი რუსეთში ხშირად დადის. მისი მეუღლე კი, ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, ადრე სკოლაში მუშაობდა. რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, ამის შესახებ მეზობლებს ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ორი პიროვნება, გვარად პოპოვები, როგორც გამოძიებიდან არის ცნობილი, იუსტიციის სამინისტროსთან იმ "მერსედესის" მარკის ML-ის თეთრ ჯიპში იმყოფებოდა, რომელშიც ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა. პოპოვები გამოძიებამ უკვე დაკითხა. ისინი გამოძიების მთავარი მოწმეები არიან, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, კუჭავას თვითმკვლელობის ადგილზე მათსავე მანქანაში იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ