ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, დავით პოპოვი მათთან შეხვედრას ფარულად იღებდა

ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, დავით პოპოვი მათთან შეხვედრას ფარულად იღებდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავას ადვოკატები ნათია კორკოტაძე და გია გოროზია მოწმე დავით პოპოვს შეხვდნენ. შეხვედრა დავით პოპოვის ინიციატივით გაიმართა.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, დავით პოპოვი შეხვედრას ფარულად იღებდა და მას ტანსაცმელზე ფარული კამერა ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა კამერა შენიშნეს, დავით პოპოვმა შეხვედრის ადგილი დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით პოპოვმა, რომელსაც ჟურნალისტები კომენტარის გასაკეთებლად დაედევნენ, განაცხადა, რომ მას ბიძინა კუჭავა სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და "თავი მოიკლა იმ კაცმა".

ბიძინა კუჭავას ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმის ამ სახით გამოჩენამ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში არსებული კითხვები კიდევ უფრო მეტად გააღმავა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ