კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:09 / 21-01-2016
გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობები საქართველოში
ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანიას და კიდევ რამდენიმე ცნობილი პერსონის მკვლელობის საქმე ან გაუხსნელია, ან გახსნილი, თუმცა საქმის დეტალები საზოგადოებისთვის წლებია ბურუსით მოცულია და კითხვებს აჩენს. AMBEBI.GE სტატიაში გაგახსენებთ წლების წინ მომხდარ რამდენიმე მკვლელობას, რომლებზეც თავის დროზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა უკვე თითქმის ათეულ წელზე მეტია, ამ საქმეების გამოძიებაში ახალი არაფერია და ისინი კვლავ გაუხსნელად ითვლება...

დავით ბახტაძის მკვლელობა
2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის თორმეტის ნახევარზე, აეროპორტის დასახლებაში, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ "აირზენას" გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის ავტომობილს. თავდასხმის დროს მოკლეს გაიაშვილის დისშვილი - 27 წლის დავით ბახტაძე, რომელიც ბიძის მანქანას მართავდა. მას 3 ტყვია ესროლეს, აქედან 2 - საკონტროლო. თავდამსხმელებს ბახტაძე ბიძაში შეეშალათ.

დუდუ დადიანის მკვლელობა
33 წლის დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს მოკლეს. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს კილერმა სპორტის დეპარტამენტის შენობის შესასვლელში მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რვაჯერ ესროლა. მოკლულს სამი ჭრილობა ჰქონდა. მეგობრებმა დაჭრილი კიბეზე იპოვეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც შენობაში შესვლიდან 5 წუთში გამოვიდა და გაიქცა... ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას ჰყავდა ერთი თვითმხილველი, რომელიც მოგვიანებით კიკვიძის ბაღში მოკლეს. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, თუმცა ახალი არაფერი გარკვეულა, არც დადიანის მკვლელი დასჯილა. 2012 წლის 30 ნოემბერს დუდუ დადიანის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა...

კახი ასათიანის მკვლელობა
ბიზნესმენის, "აირზენა საქართველოს ავიახაზების" ვიცე-პრეზიდენტი, კახი ასათიანი, 2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საღამოს 19:00 საათზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. 16 ტყვიიდან მსხვერპლს 7 მოხვდა. ასათიანი ადგილზე გარდაიცვალა. "აირზენას" ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი ვერსია ვრცელდებოდა: პირველი მის საქმიანობას უკავშირდებოდა. კერძოდ, თითქოს, კახი ასათიანის ლიკვიდაციით კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი იყო დაინტერესებული. მეორე ვერსიით კი, ასათიანი შურისძიების მსხვერპლი გახდა და მისი მკვლელობა დუდუ დადიანის მკვლელობის გაგრძელება იყო.

ბახტაძის, ასათიანისა და დადიანის მკვლელობის საერთო მიზეზზე ბევრს საუბრობდნენ, რომ სამივე მკვლელობა ერთი და იმავე პირის მიერ იყო დაკვეთილი, მაგრამ ვინ იყო ეს იდუმალი მკვლელი, ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს...

გურამ თევზაძის მკვლელობა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის ძმა, გურამ თევზაძე 2000 წლის 1 ივნისს, დიდ დიღომში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. გაუხსნელ საქმეზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ცოტა ხნის წინ დაწერა: "დღეს 2015 წლის 1 ივნისია. 15 წელი გავიდა რაც ჩემი ძმა, გურამ თევზაძე უღმერთოდ მოკლეს. დღემდე არც ერთ ხელისუფალს არ გახსენებია, რომ ტეაქტს გამოძიება ჭირდება, მკვლელს პოვნა, ხოლო ნაპოვნს გასამართლება. და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვისი ძმაა, მამაა თუ შვილი. ხანდაზმულობის ვადა აქ არ მოქმედებს. ასეთ ვითარებათა გამოა, რომ ხელისუფალნი კარგავენ ნდობას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი ძმა არავის გაახსენდება, ცდება ძალიან. ბევრნი ვართ, ვისაც გვახსოვს. სახელმწიფოს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხათრით, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ველოდებით. შეგვიძლია ველოდოთ კიდევ. ერთ დღეს უფალი აუცილებლად მიგვანიშნებს ვისზე და როგორ ვიძიოთ შური, და იმ დღეს, ვფიცავარ, ისევე დაუნდობლები ვიქნებით, როგორც ისინი, ვინც 15 წლის წინ ჩემი ძმა მოკლა".

გურამ შარაძის მკვლელობა
2007 წლის 20 მაისს, ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სამი ჭრილობით იგი ადგილზე გარდაიცვალა. გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, თუმცა აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის ინფორმაციით, მამამისის მკვლელობაში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელიც ყოფილი პოლიციელია. 2015 წელს თბილისის პროკურატურამ გურამ შარაძის საქმე მთავარ პროკურატურას გადასცა.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

18:39 / 21-01-2016
შენ საზიზგარო ნაცვირიშვილო, კველა ეს მკვლელობა ნაცების დროს მოხდა, იმატი შეკვეტილია , იმატმა არ გამოიძიეს, და დგეს ისევ ნაცბანდის ხატრიტ ამ რესპუბლიკურ ბანდას არ უნდატ გამოიძიონ ეს მკვლელობები, იმიტომ რომ მატი განუკრელი მოგალატე ძმები მონაწილეობდნენ ამ შესანიშნვი ხალხის ხოცვაში, გაიგეტ ნაცები და რესპუბლიკელეჯი ერტი სიაფანდი ბანდაა,
shako
15:04 / 21-01-2016
არა, რა, ეს ქოცობა ძალიან მძიმე დაავადებაა, ქოცკომენტაორების ტექსტებიდან, ეს ნათლად ჩანს. მაინცდამაინც წინა ხელისუფლების დროზე უნდა გააკეთონ აქცენტი, მანამდელი, ან ბოლო სამი წლის საზარელი მკვლელობები რაში აინტერესებთ. მთავარი ქოცნახირისთვის ნაციონალების ლანძღვაა, ქვეყნის ან ხალხის ბედი რაში აინტერესებთ.
!!!!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
+VIDEO კადრებში ჩანს, თუ როგორ მისდევენ ე.წ მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას
მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა
+VIDEO მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია
ვეფხია გლურჯიძის ოჯახი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
"პოლიცია რომ მოვიდა, შეეგება თურმე და უთხრა, ნუგზარი მე მოვკალიო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:45 / 24-05-2016  Image ევა ბარბაქაძეს მეორე ოპერაცია უტარდება - რას წერს შორენა ბეგაშვილი
"დაიწყო მეორე ოპერაცია, ამჯერად ფეხზე"
09:49 / 24-05-2016  Image ”როდესაც ვთქვი, რომ ზედმეტ წონას დავიკლებდი, ჩემმა დაქალებმა კარგად იხალისეს, მაგრამ დღეს მათ შურთ ჩემი ახალი სილუეტის!"
გაეცანით ანას ისტორიას, რომელიც გვიმხელს, თუ როგორ შეძლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება
07:18 / 24-05-2016  Image უნდა იკეთებდნენ თუ არა ქართველი მომღერლები კარიერას რუსეთში - Ambebi.ge-ს მკითხველთა კომენტარები
ქართველ მომღერლებს რუსეთში, როგორც ოკუპანტ ქვეყანაში, სიმღერის გამო ხშირად აკრიტიკებენ
16:21 / 23-05-2016  Image ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე და ულამაზესი სალომე ბაჯელიძე ტყუპის მშობლები გახდნენ
რამდენიმე წლის წინ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი აბაშიძის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობდნენ
15:00 / 23-05-2016  Image ძიძა, რომელმაც 1 წლის ბავშვი ცემა, უდანაშაულოდ ცნეს - გაგიკვირდებათ, რატომ
ძიძა, რომელმაც პატარა ბავშვი ცემა, პასუხისგებაში არ მიეცემა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49