რა ვითარებაში მოიკლა თავი ივნისის სტიქიის 30 წლის გმირმა - ირაკლი იმნაძის სიკვდილის ახალი დეტალები

 რა ვითარებაში მოიკლა თავი ივნისის სტიქიის 30 წლის გმირმა - ირაკლი იმნაძის სიკვდილის ახალი დეტალები

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA) "ფეისბუქის" გვერდზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. როგორც GSPSA-ის პოსტიდან გახდა ცნობილი, 30 წლის ირაკლი იმნაძემ, რომელიც ივნისის სტიქიის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავშესაფარში მიყვანილ ცხოველებზე ზრუნვაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღეს იმნაძის გარდაცვალების ახალი დეტალების შესახებ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 18 იანვარს, 30 წლის ახალგაზრდამ აღმაშენებლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო თავი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.

ასევე წაიკითხეთ: 13 ივნისის სტიქიის გმირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - "წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდა..."

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება